in

ნუ გაფლანგავ დროს ნეთვორქინგ ღონისძიებებში

ხშირად გსმენიათ, ალბათ, რჩევა დიდ და ტრადიციულ ნეთვორქინგ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომ ასეთ შეკრებებზე აუცილებლად უნდა დაფიქსირდეთ… თუ გინდა, რომ საკუთარი ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყო. თუმცა, რეალურად, რამდენად შესაძლებელია ტრადიციული ნეთვორქინგ ღონისძიებების ისეთ პლატფორმად ქცევა, რომელიც ახალი, საინტერესო კავშირების აღმოჩენასა თუ ძველი საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებაში დაგეხმარება?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ცენტრალური პრობლემა ასეთ ღონისძიებებზე არის ის, რომ ადგილზე შეკრებილი პროფესიონალების უმეტესობა სხვადასხვა თამაშს თამაშობს. ყველა საკუთარი თავისა თუ ბიზნესის წარმოჩენაზეა ორიენტირებული და ამიტომაც, ასეთ შეჯიბრებას აშკარა გამარჯვებულიც არ ჰყავს.

ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე სტრატეგიას, რომელიც დაგეხმარებათ, არატრადიციულ, თუმცა ეფექტურ ნეთვორქინგ შეხვედრებზე აღმოჩნდეთ:

მე – ორგანიზატორი
მასპინძელი როცა ხარ, შესაძლებლობა გაქვს, სტუმრებზე, ღონისძიების წესებსა და მოსალოდნელ შედეგებზე თითქმის მთელი კონტროლი საკუთარ თავზე აიღო. ასეთი ტიპის შეკრება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან შესახვედრად.

პირველ რიგში, ღონისძიება ისე დაგეგმე, რომ სტუმრები გაერთონ და მათ ისიამოვნონ. მაგალითად, ითამაშეთ პოკერი ან მუსიკალური თუ სპორტული აქტივობებით შეიქციეთ თავი. ასევე, ჩვენი რეკომენდაციით, ღვინის დეგუსტაციის ორგანიზებას გირჩევდით.

გახსოვდეთ, რომ თქვენი ღონისძიება გაყიდვების მასტიმულირებელ მოედნად არ უნდა იქცეს. ეს შეხვედრა ურთიერთობებისთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ბიზნესზე, შესაძლოა, არც ისაუბროთ, ბუნებრივად მიიღებენ თქვენს ფირმაზე სტუმრები ინფორმაციას. თუმცა, თუ ისე არ მოხდა (თუმცა ჩვენ სანაძლეოს ჩამოვდივართ, რომ ასე იქნება), რომ შეხვედრის შემდეგ, ერთი ახალი კლიენტიც კი არ გამოჩნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, იცოდეთ, რომ ეს შეხვედრა თქვენთვის სასარგებლოა. არსებული კლიენტები მადლიერები დაგრჩებიან სასიამოვნო საღამოსთვის… იმისთვის, რომ საინტერესო ადამიანებს შეხვდნენ და საკუთარი გამოცდილების უცნობებთან გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.

მე – 4 ბილეთის მფლობელი
ნეთვორქინგის ეს ფორმა გულისხმობს შენი და მიმდინარე კლიენტებისა თუ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ერთმანეთისთვის ისეთი ადამიანების გაცნობას, ვისაც გადაწყვეტთ, რომ აუცილებლად უნდა იცნობდეთ. თქვენ საღამოს 4 ბილეთი გაქვთ და შეკრების ინიციატორიც თავადვე ბრძანდებით. ყველაზე წარუმატებელ სცენარში, უკვე არსებული ურთიერთობის გაუმჯობესებას შეძლებთ. საუკეთესო შემთხვევაში კი –  რომელიმე თქვენგანი აღმოაჩენს ისეთ პოტენციურ პარტნიორს, რომელთანაც ამ კონკრეტული შეხვედრის გარეშე, ვერასდროს გადაიკვეთებოდა.

მე – ის, ვინც “Dormant Ties“ მნიშვნელობა იცის
ეს სტრატეგია იმისთვისაა, რომ თავი იმ პროფესიონალებს შეახსენოთ, რომლებთანაც ბოლო დროს, კომუნიკაციას ვეღარ ახერხებდით. ამ კატეგორიაში ხვდებიან: კლასელები, თანამშრომლები, ადამიანები წინა კარიერული წრიდან.

ურთიერთობის დაწყება, ასეთ შემთხვევაში, მარტივად, ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც შეიძლება, შემდეგ 15 წუთიან სატელეფონო ზარზე მოპატიჟება და საქმიან წინადადებაზე საუბარი. თუმცა, ეს ყველაფერი მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც მაგალითად, Linkedin-ზე გადამოწმებული გექნებათ მათი ამჟამინდელი საქმიანობა რამდენად შეესაბამება თქვენს მიმდინარე ინტერესებს.

არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც საქმიან წრეებში, ერთხელ მაინც შეხვედრიხართ, თუმცა არასდროს გასაუბრებიხართ. ე.წ. Dormant Ties, რომლებიც საშუალებას მოგცემენ, რომ კომუნიკაცია არა მუდმივად შენ გარშემო ადამიანებთან გქონდეს, რომლებიც თავის მხრივ, ე.წ. „ბაბლში“ გამყოფებენ და რაღაც მხრივ, საფრთხეს უქმნიან შენ მიერ, თუნდაც, მიმდინარე ბიზნესპროცესების სწორად აღქმისა და ანალიზის შესაძლებლობას – არამედ ადამიანებთან, რომლებსაც არ იცნობ, თუმცა უშვებ იმას, რომ დიდი ალბათობით, საერთო ინტერესები გაექნებათ, საქმიან ენასაც მარტივად გამონახავთ და ახალ იდეებსაც გაუზიარებთ ერთმანეთს.

ამ სტრატეგიების გამოყენება საშუალებას მოგცემთ, რომ ნეთვორქინგ შეხვედრები თქვენს საქმიან ინტერესებს მოარგოთ და შედეგად, პროდუქტიული გახადოთ.

წყარო: HBR



“არაჩვეულებრივი გამოფენა” Gucci-ს რეკლამაში

2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი ბექა ადამაშვილი გახდა