in

რატომ უნდა ისწავლოთ ინგლისური – მიზეზი #2

„ბრიტანული ცენტრი“ აგრძელებს სოციალურ კამპანიას #DONTBEATABLE  და წარმოგიდგენთ  მე-2 ვიდეორგოლს, თუ რატომ არის საჭირო ინგლისური ენის ცოდნა.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=asqB55Mf24Y[/embedyt]

 

ვიდეო პასუხობს იმ რეალობას, რომლის წინაშეც ბევრი ადამიანი დგას. საქართველო უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაა, ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს და შესაბამისად, ტურისტული ნაკადებიც იზრდება. მიუხედავად მზარდი ტენდენციისა, ბიზნესის ამ სეგმენტში ჩართული უამრავი ადამიანი, ხშირად, ტურისტებთან კომუნიკაციის პრობლემას აწყდება. ამ სახალისო ვიდეო რგოლით „ბრიტანული ცენტრი“ გვახსენებს, რომ ინგლისური ენა საერთაშორისო საზოგადოებაში კომუნიკაციისთვის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია“ – ამბობს „ბრიტანული ცენტრის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი დაკო ლომიძე.

კამპანია #DONTBEATABLE სოციალურ ქსელში „ბრიტანულმა ცენტრმა“ ცოტა ხნის წინ დაიწყო. პირველ ვიდეორგოლს კი საზოგადოება უკვე იცნობს.

[R]

Tesla-ს ავტომობილი მარსისკენ მიემართება! ანიმაციური ვიდეორგოლი ილონ მასკის ტრიუმფის დემონსტრირებისთვის!

Big Mac​ 50 წლისაა! McDonald’s-ის ვიდეორგოლი და მოგზაურობა 70-იანებში