როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა და ფუნქციის მქონე პირბადეს გვთავაზობს, მათ მაღალტექნოლოგიური ნიღბის შექმნა გადაწყვიტეს, რომელიც სოციალური დისტანცირებისას კომუნიკაციას უფრო მარტივს გახდიდა. ასე შეიქმნა C-Face – ჭკვიანი ნიღაბი, რომელიც კორონავირუსისგან დაცვას არ გვთავაზობს, თუმცა, იწერს მფლობელის ხმას და თანამოსაუბრეს 8 სხვადასხვა ენაზე უთარგმნის მას.
CNN-ის ინფორმაციით, C-Face-ის პირველი პარტია (5000-დან 10000 ნიღბამდე) იაპონიაში, დეკემბრისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათი ფასი კი 40-დან 50 დოლარამდე იმერყევებს, რასაც აპლიკაციის საფასური დაემატება. Donut Robotics ფართო გაყიდვების დაწყებას 2021 წლის აპრილამდე არ გეგმავს, თუმცა, დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, C-Face შეიძლება ის Kickstarter-ის პროექტის სახით ვიხილოთ და წინასწარი შეკვეთა სწორედ ამ გზით შევძლოთ. C-Face-ის გამოყენება შეიძლება ეფექტური იყოს აეროპორტებში, ბანკებსა თუ სხვადასხვა სერვისის გამწევ დაწესებულებებში.