15 აპრილს, საღამოს 10 საათზე, „რესპუბლიკა” და „კლუბი ივერია” გრანდიოზულ საღამოს გთავაზობთ – ლეგენდარული ფრანგული დუო dOP ახალი ალბომით წარსდგება ქართველი მსემენელის წინაშე და წარმოგვიდგენს კოლაბორაციას ცნობილ ქართველ არტისტებთან ერთად, TAMADA და ნინი ნუცუბიძე.
dOP უკვე 15 წელია, რაც ჰიპ-ჰოპ სცენაზეა. დუეტი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ ევროპაში, თანამშრომლობს მსოფლიო არტისტებთან და გამოშვებული აქვს არაერთი ლეიბლი და ალბომი.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ TKT.GE-ზე.
ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ 21+ ასაკის ადამიანებს შეუძლიათ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინელი არტისტების მხარდაჭერის ფონდში.












