in

„დოპამინი” – როგორ იქცა YouTube-იდეა რეალურ ენერგეტიკულ სასმელად

დოპამინი – ნეიროქიმიური ნივთიერება, რომელიც ადამიანში მოტივაციასა და სიამოვნებასთან ასოცირდება, დღეს უკვე კიდევ ერთ მნიშვნელობას იძენს, როგორც ახალი ქართული ენერგეტიკული სასმლის სახელწოდება და ბრენდი, რომლის დიზაინსა და შეფუთვაზეც VAVAVA Marketing Agency-მ იმუშავა.

Dopamine” თავდაპირველად მხოლოდ იუთუბკონტენტის ნაწილი იყო. მისი დამფუძნებელი ნიკა კაკოიშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი ბუნებრივად განვითარდა და ონლაინსივრცეში დაწყებული კონცეფცია რეალურ, ხელშესახებ პროდუქტად იქცა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ერთი შეხედვით ბუნდოვანი იდეა, თანდათან ჩამოყალიბდეს და საბოლოოდ ბაზარზე არსებულ პროდუქტად გადაიქცეს, თუ მას საკმარისი შრომა და მიზანდასახულობა დაემატება.

Dopamine არ არის უბრალოდ ენერგეტიკული სასმელი – ეს არის ბრენდი, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ემოციას, მოტივაციასა და მოქმედებისკენ ბიძგს. მისი მთავარი გზავნილი “DARE TO BE STUPID” მომხმარებელს მოუწოდებს, ნაკლები იფიქროს და მეტი გააკეთოს, არ შეეშინდეს შეცდომების და გამოვიდეს ჩარჩოებიდან. ბრენდის ხედვა სცდება ერთ პროდუქტს და მიზნად ისახავს მომავალში ახალი მიმართულებების, ფორმატებისა და გამოცდილებების შექმნას, სადაც მომხმარებლებიც აქტიურად ჩაერთვებიან, იქნება ეს ახალი გემოების შერჩევა თუ დიზაინის განსაზღვრა. 

რაც შეეხება თავად პროდუქტს, ის პოზიციონირებულია, როგორც ენერგეტიკული სასმელი, თუმცა აქცენტი უფრო „ადამიანურ ენერგიაზეა“, იმ განცდაზე, რომელიც მოდის ემოციიდან და განწყობიდან. პროდუქტი დაკავშირებულია საერთაშორისო წარმოებასთან: იგი იწარმოება გერმანიაში, ქალაქ დარმშტადტში, ხოლო საქართველოში ხდება მისი ჩამოსხმა, რის შედეგადაც იქმნება ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შერწყმა

გვეუსაუბრება იდეის ავტორი და პროდუქტის მფლობელი ნიკა კაკოიშვილი:

M: საიდან გაჩნდა „დოპამინის” შექმნის იდეა და როგორ იქცა იუთუბერის კონცეფცია რეალურ პროდუქტად?

დოპამინის იდეა ძალიან ბუნებრივად გაჩნდა – ჩემი კონტენტიდან.

ერთ მომენტში ვიფიქრეთ, რომ საინტერესო იქნებოდა ის, რასაც ონლაინ ვაკეთებ, რეალურ ცხოვრებაში გადმოგვეტანა და რაღაც ხელშესახები შეგვექმნა. თავიდან ეს უბრალოდ იდეა იყო, საკმაოდ გაურკვეველი, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვიყავით, რომ რაღაც განსხვავებული უნდა გამოგვსვლოდა.

ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე რთული ნაწილი – პროცესის აწყობა ნულიდან. დავიწყეთ ფიქრი, როგორი უნდა იყოს პროდუქტი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს, რა ხასიათი უნდა ჰქონდეს. ბევრი რამ ვცადეთ, არაერთხელ შევცვალეთ, რაღაცები თავიდან დავიწყეთ და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ის, რასაც დღეს დოპამინი ჰქვია.

იდეიდან რეალურ პროდუქტამდე მისვლა ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო. სულ რაღაც ექვს თვეში შევქმენით პროდუქტი, რომელიც დღეს უკვე თაროებზეა და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

M: რატომ არ უნდა აღვიქვათ დოპამინი უბრალოდ როგორც ენერგეტიკული სასმელი, რას წარმოადგენს ის ბრენდულად და რა უფრო დიდი ხედვა დგას მის უკან?

დოპამინი არ არის უბრალოდ ენერგეტიკული სასმელი. ეს არის იუთუბერის პროექტი, რომელიც კონტენტიდან რეალურ ბრენდში გადაიზარდა. ჩემთვის ეს ბევრად უფრო დიდ რაღაცას ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ პროდუქტის გამოშვება.

ენერგეტიკული სასმელები ძირითადად სტიმულაციაზეა – დოპამინი კი უფრო ადამიანურ ენერგიაზე, იმაზე, რაც ბუნებრივად მოდის განწყობიდან და ემოციიდან.

ეს არის ბრენდი, რომელიც გიბიძგებს ნაკლები იფიქრო და მეტი გააკეთო, არ შეგეშინდეს სპონტანური გადაწყვეტილებების და გამოხვიდე ჩარჩოებიდან. სწორედ აქედან მოდის ჩვენი მთავარი გზავნილიც: DARE TO BE STUPID.

VAVAVA Marketing Agency-ს არტდირექტორი ანი ჭოღოშვილი:

M: რა როლი ითამაშა დიზაინმა დოპამინის იდენტობის შექმნაში და რა მთავარი იდეა დევს მის ვიზუალურ კონცეფციაში?

ვიზუალური ენა პირდაპირ უკავშირდება თავად სახელის, „დოპამინის“ მნიშვნელობას – ენერგია, მოტივაცია და სწრაფი, დადებითი ემოცია. სწორედ ამიტომ, შეფუთვა არ არის უბრალოდ ინფორმაციის მატარებელი, ის ემოციური ტრიგერია, რომელიც პირველივე შეხედვაზე იწვევს ინტერესსა და აქტივაციის განცდას.

მინიმალისტური სიმბოლოები (C, B, Mg), სტრუქტურირებული ტიპოგრაფიაა, რომელიც პროდუქტის სარგებლიანობას უსვამს ხაზს. მკვეთრი ფერები, დიდი დინამიკური წარწერა და კომპოზიციის მოძრაობა ქმნის ენერგიულ, ახალგაზრდულ და თამამ ხასიათს.

M: როგორ ფიქრობთ, რა გავლენა აქვს დიზაინს მომხმარებლის პირველ შთაბეჭდილებაზე და ბრენდის აღქმაზე?

დიზაინი არის პირველი კონტაქტი მომხმარებელთან. ის ქმნის იმ წამიერ ემოციურ რეაქციას, რომელიც ხშირად განსაზღვრავს, აიღებს თუ არა ადამიანი პროდუქტს თაროდან.

დინამიკური შეფუთვა ქმნის ძლიერ ვიზუალურ იმპულსს, აჩენს ინტერესსა და სურვილს, რომ მომხმარებელმა გასინჯოს პროდუქტი.

VAVAVA Marketing Agency-ს პროექტმენეჯერი მარიამ ბალიაშვილი:

M: როგორ წარიმართა დოპამინის პროექტის განვითარება იდეიდან რეალურ პროდუქტამდე – რა იყო ძირითადი ეტაპები?

დოპამინის დიზაინპროექტის განვითარება იდეიდან რეალურ პროდუქტამდე იყო ეტაპობრივი, კარგად გააზრებული და ძალიან დინამიური პროცესი.

საწყისი ეტაპი ბაზრის სიღრმისეული კვლევა იყო – დეტალურად შევისწავლეთ ენერგეტიკული სასმელების კატეგორია, როგორც ლოკალურად, ისე საერთაშორისო დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ბრენდების პოზიციონირებას, ვიზუალურ ენას და მომხმარებლის ქცევას, რათა დოპამინს თავიდანვე ჰქონოდა მკაფიო იდენტობა და საკუთარი, გამორჩეული ადგილი ბაზარზე.

შემდეგ ეტაპზე გადავედით ბრენდის კონცეფციის ჩამოყალიბებაზე. აქ უკვე დავიწყეთ დოპამინის ვიზუალური იდეის გაშლა: რასთან უნდა ასოცირდებოდეს, რა ემოცია უნდა გამოიწვიოს მომხმარებლებში და ა.შ.

ვიზუალური იდენტობის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული და მნიშვნელოვანი ეტაპია. იდეიდან ვიზუალამდე მისვლა მოიცავდა მრავალ ექსპერიმენტს: სხვადასხვა დიზაინვარიანტს, ფერთა პალიტრებსა და სტილისტიკას. ბუნებრივია, პროცესში არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები და ხედვები, თუმცა ეს დისკუსიები საბოლოოდ დაგვეხმარა უფრო ძლიერი და ერთიანი შედეგის მიღებაში.

[R]

როგორ ვამუშავებთ ინფორმაციას და რატომ ვიღებთ განსხვავებულ გადაწყვეტილებებს

მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი