ბოლო პერიოდში სიტყვების ვიზუალებად გადაქცევის ხელოვნება თითქოს მოძველდა, რადგან ბევრი ასეთი სისტემა ვიხილეთ და ალბათ, „გასაკვირიც არაფერია“. ამიტომაც, ინოვაციების მოყვარულებმა ახლა განსხვავებული იდეა შეიმუშავეს — ვებდიზაინის ხელსაწყო, სახელწოდებით Dora, ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე ვებგვერდებს აგენერირებს.
ამჟამად AI ინსტრუმენტი ტესტირების რეჟიმშია, მაგრამ დემო ვიდეოდან უკვე იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი: მათ, ვისაც კოდირების გამოცდილება არ აქვთ, არც შაბლონების ქაოსში ნავიგაცია არ მოუწევთ. Dora AI-ს შეუძლია, მარტივი ფრაზების საფუძველზე, დინამიკური, 3D დიზაინი შექმნას — მაგალითად, „შემიქმენი ვებგვერდი SpaceX-ის ვარსკვლავური ხომალდისთვის“. მიღებული ვერსიის შემდეგ კი დამატებითი მოთხოვნების გაცემა თუ ცვლილებების შეტანა იქნება შესაძლებელი.
„გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ბრწყინვალებისა და ინტუიციური კოდის ინსტრუმენტის შერწყმით, ვიმედოვნებთ, რომ დიზაინს შეუზღუდავ მოქნილობას მივანიჭებთ. ეს ტექნიკური ცოდნის ბარიერებსაც მოხსნის“, — განმარტავენ Dora AI-ის შემქმნელები.
ხელსაწყოს 3D აქტივებისა და ანიმაციების გენერირება შეუძლია, რაც მექანიკური შრომის პერიოდს შეამცირებს. ამასთანავე, თუ მის წარმომადგენლებს დავუჯერებთ, Dora AI-ის მეშვეობით შექმნილი ვებგვერდები ცნობილი კომპანიების საიტებს გაუწევს კონკურენციას.
ამჟამად მსურველები ადრეული წვდომის მომლოდინეთა სიაში უნდა დარეგისტრირდნენ.