in

მე ვარ გიორგი შეშაბერიძე, 14 წლის, კომპანია „დორას“ დამფუძნებელი

მე ვარ გიორგი შეშაბერიძე, 14 წლის, კომპანია „დორას“ დამფუძნებელი. ამ იდეამდე სკოლის მოსწავლე ვიყავი. „დორა“ ჯოხიანი კამფეტების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან მუშაობს. კამფეტების წარმოების იდეა დამებადა 9 წლის ასაკში. უბრალოდ, ერთ-ერთ საღამოს სასუსნაო მომინდა და ძველ რკინის ყალიბში, მამალო გამიკეთეს. მეორე დღეს, ეს მამალო ჩემს ნაცნობ მარკეტში წავიღე და ჩავაბარე. რამდენიმე წარმატებული გაყიდვის შემდეგ, მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რასაც უნდა გავყოლოდი. აქედან დაიწყო ჩემი ბიზნესი. ამჟამად, 700-მდე მაღაზიას ვამარაგებ, ვთანამშრომლობ 4 სადისტრიბუციო კომპანიასთან და დასაქმებული მყავს 8 ადამიანი.

ეს საქმე ნული გამოცდილებით დავიწყე, მომავალში დიდი გამოცდილებების მიღების იმედად. დაწყების დღიდან, არაფერში ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ ამ იდეის განვითარების პროცესების დაკვირვებაზე დაყრდნობით დავრწმუნდი, რომ ეს პროდუქტი მოგებიანი იქნებოდა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ვაწარმოებთ ისეთ პროდუქტს როგორსაც არ სთავაზობენ სხვა კომპანიები. ამას გარდა, ჩემი იდეის კონკურენტული უპირატესობა არის ის რომ ნებისმიერი სირთულის კამფეტს ვაწარმოებთ, მაგალითად: ფოტო კამფეტი, გამომშრალი ხილით ღვინის კამფეტი, კამფეტი ჟელიბონით და ა.შ.

შარქ თენქში მონაწილეობის ძირითადი მიზეზი იყო წარმადობის გაზრდა, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული რესურსებით ვერ ვახერხებდი საქართველოს ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას.
ასევე, შარქ თენქში მონაწილეობა იმიტომაც მივიღე, რომ შემეძინა ახალი გამოცდილება და მემუშავა ისეთ პროფესიონალებთან ერთად, როგორებიც არიან შარქები. ჩემი მოლოდინი იყო, რომ ერთ-ერთი მაინც გამოყვებოდა ჩემს ბიზნეს შეთავაზებას, მაგრამ მომხდარმა მოლოდინს გადააჭარბა – ხუთივე შარქი გამომყვა და 150,000-ლარიანი ინვესტიცია მოვიზიდე.

შარქ თენქში გამარჯვება, პირველ რიგში, ჩემი ბიზნესის ახალ ეტაპზე გადაყვანას და იმ გამოცდილებისა და იმ რესურსების მოპოვებას ნიშნავს, რასაც შარქებისაგან მივიღებ მომავალში.

საქმის განვითარების ყველაზე ახლო მიზანი არის ის, რომ გავზრდი წარმადობას, მეტად დავხვეწავ აღნიშნულ პროდუქტს, შევძლებ საქართველოს ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას და „დორა“ წარმატებული ბრენდი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე არამედ საზღვრებს გარეთაც, ტკბილეულის განხრით.

გიორგი შეშაბერიძე – იდეის ავტორი


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და VISA.

ჩინელ სამხედრო მეცნიერებს Starlink-ის სატელიტების განადგურება სურთ

„ფოკუსირებული ვართ ოთხ ქვეყანაზე, 1,9 მილიარდიანი მოსახლეობით“ – კერნელი