ტირიონ ლანისტერის საინტერესო, მაღალფარდოვან და ორიგინალურ მონოლოგებს მაყურებელი უკვე მიჩვეულია, თუმცა, პიტერ დინკლიჯის რეპი და მორგან ფრიმენში ღამის პრინცის გამყინავი ძალების აღმოჩენა ყველასთვის მოულოდნელი იყო. ამ ყველაფერს ერთად თავი Doritos-მა სპეციალურად სუპერთასისთვის შექმნილ სარეკლამო ვიდეორგოლში მოუყარა . 60 წამიან ცეცხლივით ამაღელვებელ და ყინულივით მიმზიდველ სანახაობაზე, სააგენტო Goodby Silverstein & Partners-მა იმუშავა.
https://www.youtube.com/watch?v=QNzzJzdgUto












