in

Doritos-ის რომელი რეკლამა მოიგებს 1 000 000 დოლარს? — Crash the Super Bowl Contest

ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ დორიტოსმა Crash the Super Bowl-ის კონკურსის დაბრუნება გადაწყვიტა, რომელსაც მომხმარებლებს 2007-2016 წლებში სთავაზობდა. თავდაპირველ კონკურსში მონაწილეები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ შექმნიდა დორიტოსის საუკეთესო რეკლამას. ფინალისტებს მომხმარებლები ირჩევდნენ, გამარჯვებული კი 10 000 დოლარსა და Super Bowl-ის საგზურს იგებდა. უნდა ვაღიაროთ, ასე დიდ აჟიოტაჟს იწვევდნენ ათწლეულის მანძილზე, ახლა კი წარმოიდგინეთ, რა ხდება, როცა პრიზი 1 მილიონ დოლარამდე გაიზარდა!

BOG

ბრენდმა უკვე 3 ფინალისტიც გაგვაცნო, რომელთაგანაც პირველი დილან ბრედშოუსა და ნეიტ ნორელის Abduction გახლავთ — აქ კაცს ნახავთ, რომელსაც დორიტოსის უცხოპლანეტელებთან გაყოფა უწევს:

შემდეგი კი მარკ ბლიჩის Charades-ია, სიტყვების გამოცნობა თუ თქვენც არ გამოგდით, მაშინ აქ მეგობარს აღმოაჩენთ:

ხოლო მესამე ადგილს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტების ზაკ შენუდასა და რაიან რობინსონის Barbershop გახლავთ, რომელიც გვიყვება, რა ხდება, როცა სტილისტი თმის შეჭრისას დორიტოსს მიირთმევს:

Doritos-მა კამპანიისთვის Kansas City-ის სპორტსმენებიც დაიქირავა, რათა ფინალისტებზე ფოკუს-ჯგუფები ჩაეტარებინათ:

გამარჯვებული 9 თებერვალს გამოვლინდება, თუმცა მანამდე, თქვენი აზრით, ვინ მოიგებს მილიონ დოლარს?

Rocket Companies ამერიკის სუპერთასზე ვიზუალური იდენტობით წარდგება

ხბო-რობოტი მოდის ინდუსტრიაში ტყავის გამოყენებას აპროტესტებს