in

Doritos-ის რეკლამაში ელტონ ჯონი ჯეკ ჰარლოუს ჯილდოს „პარავს“

BOG
BOG

ელტონ ჯონი და ჯეკ ჰარლოუ Doritos-ის Super Bowl LVII რეკლამაში სამკუთხედის ტრენდს აყალიბებენ… აქაც ვხედავთ, რომ მუსიკის ლეგენდა ელტონ ჯონს შეუძლია ყველაფერში გამოირჩეოდეს და მათ შორის არც ცოტათი გაუგებარი დასარტყამი ინსტრუმენტია გამონაკლისი. მას სამკუთხედის ფორმა აქვს, რომლის ინსპირაციაც სწორედ დორიტოსის  ჩიფსებისგან მოვიდა. 

ამ ინსტრუმენტის გამო რეპერი ჯეკ ჰარლოუ ჰიპ-ჰოპის კარიერის მიტოვებასაც კი გადაწყვეტს, რაც მის მეწყვილე მისი ელიოტს დიდად არ მოსწონს. თუმცა ჰარლოუ მალევე ხდება ვარსკვლავი და ბევრ კომერციულ წარმატებასაც აღწევს, რის გამოც ელიოტის შიშებიც ქრება. 

მაგრამ აქ კიდევ არსებობს გეომეტრიის გენიოსი, რომლის შესახებაც ჰარლოუმ არაფერი იცის. ამიტომ, დაჯილდოებაზე თავის Doritos Sweet & Tangy BBQ ჩიფსებს მშვიდად ჭამს და მზადაა Triangle Player of the Year-ის ჯილდოც კი წაიღოს სახლში. სპოილერი: ჯილდო მას კი არა, როკ-ენ-როლის მეფეს გადაეცემა. 

რეკლამაზე Jack’s New Angle სააგენტო Goodby Silverstein & Partners-მა იმუშავა. რეჟისორი კი უეინ მაკკლამი იყო, თუმცა ამ დრომდე დორიტოსი ელტონ ჯონის არსებობას სიურპრიზად ტოვებდა…

NASA-ს როვერმა მარსზე ლითონის ობიექტი აღმოაჩინა

ვალენტინობა ახლოვდება – გააჩნია თუ არა საჩუქარს?