Doritos x Stranger Things 80-იანების ნოსტალგიას აღვიძებს ციფრული რეკლამების სერიით, ცნობილი ადამიანების ეპიზოდური როლებით, გულშემატკივრობის ამბებითა და მცირე შეფერხებებით, რაღა თქმა უნდა, ჰოკინსის სტილში. Stranger Things-ის თემატიკის კამპანიაში 80-იანი წლების ლეგენდები პაულა აბდული, დევიდ ჰასელჰოფი და ALF მონაწილეობენ. Doritos Telethon for Hawkins კი გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, ტელეფონით დაუკავშირდნენ რეტრო კულტურულ ფიგურებს:
1-855-4-HAWKINS სულ პირველად ბრენდის ახალ პროდუქტ Pizza x Cool Ranch-ზე გამოჩნდა და ცნობისმოყვარე ადამიანებისგან ადრეული ზარებიც მიიღო. ახლა კი უკვე აბონენტებს შეუძლიათ შეტყობინებები რეალურად დატოვონ, ხოლო მათგან ნაწილი დორიტოსის სოციალურ არხებსა და ბილბორდებზე გამოჩნდება.
„Telethon for Hawkins უბრალო გართობაზე მეტია… ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ფანები, რომლებიც შეტყობინებას ჰოკინსისთვის ტოვებენ? ეს უკვე გმირობის ტოლფასია“, — ამბობს დევიდ ჰასელჰოფი.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დორიტოსის რეტრო ხაზი, ანუ ნოსტალგიების თანამედროვე კამპანიებში ჩართვა, კარგი გაკვეთილი უნდა იყოს მარკეტერებისთვის, თუნდაც რამდენიმე მიზეზის გამო:
- 80-იანების კუტურული ფიგურები მყისიერ კავშირს ამყარებს და ნოსტალგიურ კამპანიებს თანამედროვე აუდიოტორიას უკავშირებს.
- ისეთი ინტერაქტიული აქტივობები, როგორიც ცხელი ხაზია, იმაზე მეტად აინტერესებს აუდიტორიას, ვიდრე პასიური რეკლამა, ეს კი, თავის მხრივ, ჩართულობას ზრდის.
- ამ ყველაფერზე შეზღუდული გამოშვების პროდუქციის დამატება საცალო გაყიდვებზე აისახება დადებითად და მედიაგავლენასაც აუმჯობესებს.
კამპანიაზე Goodby Silverstein & Partners-მა იმუშავა.













