მუსიკაც და დორიტოსიც ყველასთვისაა, ვისაც თავის ნოტაზე გართობა სურს! სწორედ ამ იდეას ატარებს მაგარი ტიპების საყვარელი სნექის Saatchi & Saatchi Tbilisi-სთან თანამშრომლობით შექმნილი ახალი კამპანია. სრულად მუსიკალურ თემატიკაზე დაფუძნებული წამოწყება სითამამეს, ინდივიდუალურობას, მრავალფეროვნებას და ყველასთვის ხელმისაწვდომობის წახალისებას ისახავს მიზნად.
კამპანიისთვის 4D Monster Lobsters-ის სპეციალური კომპოზიციაც შეიქმნა, რომლის ვიდეოკლიპსაც თან გასდევს თარგმანი ნიშნების ენაზე – მუსიკა უსაზღვროა და ყველასთვისაა! სწორედ ამიტომ, სიმღერის ტექსტიც დორიტოსის სოციალური ქსელების გამომწერებთან ერთად დაიწერა და ასე, ყველაზე მასშტაბური თანამშრომლობით, შეიქმნა თვითგამოხატვის აღსანიშნავი ახალი ჰიმნი.
და ვინაიდან მრავალფეროვნება და თვითგამოხატვის თავისუფლება არსადაა ისე უხვად, როგორც მუსიკალურ ფესტივალებზე, კამპანია Tbilisi Open Air 2023-ზეც გაგრძელდა.
სახის მოხატვიდან ფოტოჯიხურამდე – ყველაზე ცხელი მუსიკალური ფესტივალის ყველა აუცილებელ ინგრედიენტს სწორედ დორიტოსის ბუმბოქსში – ყველაზე გემრიელ და ფერად სტენდთან ჰქონდა თავი მოყრილი.
მოდი, გაერთე, ისწავლე და გაუზიარე – ბუმბოქსთან თავმოყრილ სტუმრებს ბრენდის წარმომადგენლები არც ხელცარიელებს უშვებდნენ და არც ახალ ცოდნას იშურებდნენ მათთვის. ლობსტერების ჰიმნი ნიშნების ენაზე ისწავლა ყველამ, ვინც Tbilisi Open Air-ზე დორიტოსის სტენდს გადააწყდა. “Sing for the bold!” – სწორედ ეს იყო მათი მთავარი სათქმელი, ყველასთვის და ყველა ენაზე!
„იმისთვის რომ დორიტოსს ხალხი მათივე ნოტაზე აემღერებინა, შევქმენით სივრცე Open Air-ზე. ბევრ ცნობილ მუსიკოსთან ერთად ვეცადეთ ეს დღე სტუმრებისთვის სახალისო, დასამახსოვრებელი, ბრჭყვიალა და ხრაშუნა გაგვეხადა. ჩვენი მეიქაფ არტისტი სახის ფერადი გლითერებით მოხატვასა და გალამაზებაზე ზრუნავდა. Bulettime-ის სახის 180 გრადუსიანი მოძრავი ფოტო გადაღებით ძალიან ბევრი მხიარული და სამახსოვრო სურათი შეიქმნა!
„ფესტივალს მეტი ხრაშუნი და მხიარულება რომ უხდება, ყველამ ვიცით, შესაბამისად, დორიტოსის სხვადასხვა გემოების ჩიფსიც იდეალურ დანამატს წარმოადგენდა Open Air-ისთვის. ნივთების კომფორტული ტარებისთვის დავარიგეთ ბრენდირებული ჩანთები, მზისგან ან მოსალოდნელი წვიმისგან შეშინებულები დამსწრეები კი ჩვენთან ქოლგებით დავასაჩუქრეთ. აქვე შეგეძლოთ მიგეღოთ ბრენდირებული მაისურები, ნაირფერი სტიკერები და მობილური პინები.
„რა თქმა უნდა, არც ფესტივალისეული გადაღლილობა დაგვიწყებია და მათთვის, ვისაც მოსვენება სურდა, ფერადი ოთახი პუფებით მოვაწყეთ და საშუალება მივეცით თვითონაც დამუხტულიყვნენ ენერგიით და მობილურებიც დაეტენათ.
„ამასთან, რაც ჩვენთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა, შევეცადეთ დორიტოსის სიმღერის – “შენს ნოტაზე” – მისამღერი ჟესტების ენით გვესწავლებინა ხალხისთვის და ყველანაირი შესაძლებლობის ადამიანისთვის გასაგები გაგვეხადა.
„საბოლოო ჯამში, 3 დღიანმა აქტივობამ კარგად ჩაიარა, რაშიც დორიტოსის სტენდთან არსებული რიგებიც დამემოწმება“,- ასე აჯამებს კამპანიას Saatchi & Saatchi Tbilisi-ს ექაუნთ მენეჯერი, ქეთი დიდებულიძე.
ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ ამღერებულხარ შენს ნოტაზე, მოუსმინე 4D Monster Lobsters-ის ახალ ჰიმნს, კარგად დაიმახსოვრე თითოეული სიტყვა და იმღერე ყველაზე მაგარ ტიპებთან ერთად თავისუფლების თანამედროვე ჰიმნი!
[R]