in

Doritos-ის საკვები საღებავით ცხოველის კანი სრულად გამჭვირვალე გახდა! — ექსპერიმენტი

მეცნიერებმა ცოცხალი ცხოველების ტვინი და სხეული მას შემდეგ დაათვალიერეს, რაც აღმოაჩინეს, რომ ჩვეულებრივ საკვებ საღებავს შეუძლია, კანი, კუნთები და შემაერთებელი ქსოვილები დროებით გამჭვირვალედ აქციოს. ამგვარად, თაგვის მუცელზე საღებავის წასმის შედეგად, მისი ღვიძლი, ნაწლავები და სხვა ორგანოები ნათლად დაინახეს, ხოლო ამ საღებავის სკალპზე წასმის შედეგად ცხოველის ტვინიც დაათვალიერეს. საინტერესოა, რომ საღებავის მოშორებისთანავე კანი ჩვეულ ფერს დაუბრუნდა.

M2
M2

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამას უდიდესი გამოყენების პოტენციალი აქვს ადამიანებში, დაწყებული დაზიანებების დადგენიდან ვენების პოვნამდე, საჭმლის მომნელებელ სისტემაში დარღვევის აღმოჩენიდან სიმსივნური უჯრედების გამოვლენამდე. 

მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ, სიმსივნეების დიაგნოსტიკა ინვაზიური ბიოფსიების გარეშე გააკეთონ. ამ ტექნიკით, შესაძლოა, სისხლის აღებაც ნაკლებად მტკივნეული გახდეს ადამიანებისთვის, რადგან იგი ფლებოტომისტებს კანის ქვეშ ვენების მარტივად აღმოჩენაში დაეხმარება, — აცხადებს გოუსონ ჰონგი, პროფესორი.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კონკრეტულ საღებავებს შეუძლია, სინათლის ტალღის სიგრძეები უფრო მარტივად გადააადგილოს კანსა და სხვა ქსოვილებში… ექსპერიმენტების სერიით აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება იქცეს ქათამი უხილავად იმ ყვითელი საღებავით, რომელიც, სხვა ცნობილ ბრენდებთან ერთად, Doritos-შიც გამოიყენება — საღებავმა სინათლის გაფანტვა შეამცირა და მას უფრო სიღრმეში შესვლის საშუალება მისცა. ქათმის შემდეგ კი ექსპერიმენტი თაგვზე ჩატარდა, შედეგი თავად შეგიძლიათ, ნახოთ:

ყველაზე საოცარი ის არის, რომ ჩვეულებრივ თუ საღებავის მოლეკულები ნივთებს ნაკლებად გამჭვირვალეს ხდის, მაგალითისთვის, თუ ლურჯ მელანს წყალში გავურევთ, რაც უფრო მეტ მელანს დავამატებთ, მით უფრო ნაკლები სინათლე შეძლებს წყალში გავლას, ჩვენს ექსპერიმენტში კი ეს პირიქით იყო — როცა ტარტრაზინს გაუმჭვირვალე მასალაში ვხსნით, იქნება ეს კუნთი თუ კანი, რომელიც ჩვეულებრივ ფანტავს სინათლეს, რაც უფრო მეტ ტარტრაზინს ვამატებთ, მით უფრო გამჭვირვალე ხდება მასალა, თუმცა მხოლოდ სინათლის სპექტრის წითელ ნაწილში. ეს კი ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვეულებრივ საღებავებისგან ველით, — განმარტავენ მკვლევრები.

ამ ეტაპისთვის გამჭვირვალობა საღებავის შეღწევის სიღრმის მიხედვით განისაზღვრება, მაგრამ თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, შესაძლოა, მიკრონემსებითა და ინექციებით ამ საღებავების უფრო სიღრმეში მიწოდებაც მოვახერხოთ. თუმცა სანამ ისინი ადამიანებზე დაიწყებენ ცდების ჩატარებას, ჯერ იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ საღებავის კანში შეყვანა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა… 

თიბისის მხარდაჭერით ტარდება წლის მთავარი ღონისძიება ტესტერებისთვისა და ტექენთუზიასტებისთვის: რატომ უნდა დაესწროთ Tester’s Day 2024-ს

Emporio Armani Junior: Back To School in Style – უახლესი საბავშვო კოლექცია Emporio Armani-ს თბილისის მაღაზიაში