in

ღვინო ქაღალდის კოლოფში — Dos de Set

Dos de Set — ეს არის ქაღალდის ჩანთაში ჩამოსხმული წითელი ღვინო. კოლოფში 2 ლიტრი ე. წ. „წყურვილის მომკვლელი ღვინო“ ეტევა და, როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, მისი არომატი ნამდვილი, ლაღი და სასიამოვნოა.

თუმცა ამ შემთხვევაში არა მისი გემო, არამედ მარტივი და, ამავდროულად, განსხვავებული შეფუთვა გვაინტერესებს. დიზაინერულმა სტუდია Atipus-მა გადაწყვიტა, სასმლისთვის ტრადიციული ბოთლის ნაცვლად, ქაღალდის კოლოფი შეექმნა. ორ ფერში გადაწყვეტილ მართკუთხედ ზოლებში ჩაწერილი სიტყვები კი უბრალოდ ღვინის რაოდენობასა და ბრენდზე მიანიშნებს.

ცხოვრება უდიდესი მოგზაურობაა — Hennessy-ის ემოციური ვიდეორგოლი

თექაზე მომუშავე არტისტის 90-იანებით შთაგონებული ნამუშევრები