in

Doubleu – ახალი ქართულ-ესტონური ციფრული სააგენტო ბაზარზე

Doubleu საერთაშორისო გამოცდილების მქონე ციფრული მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც მუშაობს 21 ქვეყნის ბაზარზე – მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, გარდა ავსტრალიისა და ანტარქტიდისა.

bog
bog-mob

2020 წლის მეოთხე კვარტლიდან, Doubleu გაერთიანდა ქართულ ციფრულ მარკეტინგულ სააგენტოსთან და ამიერიდან, გაერთიანებული სააგენტო Doubleu-ს ბრენდის ქვეშ გააგრძელებს საქმიანობას. სააგენტო არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლის წევრებს აქვთ მრავალწლიანი ციფრული მარკეტინგის გამოცდილება საერთაშორისო ბაზარზე.­

„ჩვენ მისიაა საშუალო და დიდი ზომის ბიზნესების ზრდა, მოწინავე ციფრული მარკეტინგული „სოლუშენების“ გამოყენებით. ყველა ის პროდუქტი ან ტექნოლოგია, რასაც ვთავაზობთ მომხმარებელს მსოფლიოს მასშტაბით ახლა და რასაც მომავალში შევქმნით, მიმართულია ბიზნეს შედეგების ზრდისკენ. ჩვენთვის არსებითია, რომ Doubleu-სთან თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პარტნიორის ბიზნესის ზრდაზე“, – აცხადებს სააგენტოს დამფუძნებელი და Chief Amazement Officer ნიკა კემულარია.

Doubleu, ციფრული მარკეტინგის მიზნით, იყენებს Business Intelligence-ს, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღებას ბიზნესის მონაცემების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობის შეფასების ძირითადი კრიტერიუმი არის ბიზნესის ზრდადი უკუგება სარეკლამო ხარჯზე (ROAS). მონაცემების სიღრმისეული ანალიზი და ბიზნესის ზრდაზე ორიენტირებულობა წარმოადგენს Doubleu-ს განმასხვავებელ ნიშანს საქართველოს ბაზარზე.

2021 წლიდან იგეგმება Doubleu-ს სამუშაო სივრცეების გახსნა ბარსელონასა და კალიფორნიაში, რაც, ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე გააქტიურებასთან ერთად, გაზრდის გუნდის კვალიფიკაციას და გამოცდილებას.

ამ ყველაფერთან ერთად, Doubleu-ს გუნდი აქტიურად მუშაობს მცირე ბიზნესებისთვის ნოვატორული ციფრული მარკეტინგული ხელსაწყოებისა და პროდუქტების შექმნის მიმართულებითაც. ეს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მცირე ბიზნესის მენეჯმენტს საოპერაციო და მარკეტინგული პრობლემების გადაწყვეტის პროცესს.

Doubleu ციფრული მარკეტინგით დაინტერესებულ საშუალო და მსხვილ კომპანიებს სთავაზობს მომსახურების სპეციალურ პირობებს, რომლებსაც შეგიძლიათ, გაეცნოთ Doubleu-ს ვებგვერდზე.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„ყველაზე კარგი ყოველთვის წინ არის, მომავალში გელოდება“ – ნიკოლოზ კუმბარის გზა

ADC*E 6 ნოემბერს, „ონლაინ“ ჩატარდება – გაიგეთ დეტალები ფესტივალის შესახებ!