in

ვიდეო, რომელიც 12 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

ყავის ბრენდ Douwe Egberts-ის რეკლამა, რომელშიც ტინეიჯერი, მისი მეგობარი გოგო და მამა მონაწილეობენ, ვირუსული მას შემდეგ გახდა, რაც ნამუშევრი ტვიტერზე ინფლუენსერმა, The Good Place-ის მსახიობმა, ჯამელა ჯამილმა გააზიარა.

BOG

რეკლამა ბელგიაში, სააგენტო BBDO-ს მიერ შეიქმნა, სახელად „რაღაც, რაც უნდა გააზიარო“.

სიუჟეტი კი ასე ვითარდება: სახლში დაბრუნებული მამა ხდება მიზეზი იმისა, რომ ორმა ლესბოსელმა გოგომ ერთმანეთის ალერსი შეწყვიტოს. ისინი კიბეზე არბიან, მამის გამომეტყველებიდან გამომდინრე, ვერ ვხვდებით, რ გაგრძელება შეიძლება, ამ ამბავს ჰქონდეს.

ვიდეორგოლის ჩაშვებიდან 1 კვირის განმავლობაში, ნამუშევარს 120 000 ნახვა ჰქონდა. ტვიტერზე ერთხელ გაზიარებამ ეს რიცხვი 520 000-მდე გაზარდა, დღეს კი, მას 12 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ნახეთ ნამუშევარი და როგორია მისი ფინალი:

როგორ მოვასწროთ მეტი, ნაკლებ დროში

ინვინო – ბარი, რომელიც ღვინის სიყვარულით გაერთიანებულმა მეგობრებმა შექმნეს