in

Dove თავისი საპნის მომხმარებლებს გვაცნობს

და შეგვახსენებს, რომ სილამაზე მარადიულია…

BOG
BOG

ჯერ ნაცრისფერი კამპანია შემოგვთავაზა ასაკობრივ დისკრიმინაციასთან საბრძოლველად, შემდეგ დაუმუშავებელი ფოტოების წიგნიც გამოუშვა, ამასობაში კი Dove რეალური სილამაზისა და თავდაჯერების სინონიმად იქცა… პირველად გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოვიდა, მათი საკულტო საპონი კი ჩვენს აბაზანებს უკვე თითქმის 7 ათეული წელია არ ტოვებს. თუმცა ახლა შემდეგი გზავნილი აქვს — Beauty Never Gets Old, რითაც ბრენდი ინკლუზიურობისა და საკუთარი თავის მიმღებლობის ერთგულიც რჩება და შეგვახსენებს, რომ სილამაზეს ასაკი არ აქვს… 

Dove 1957 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე, შესაბამისად, ახლა მისი პირველი მომხმარებელი სადღაც 67 წლის უნდა იყოს… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პირდაპირ გეტყვით, რომ Dove რეკლამაში გვაცნობს თაობებს, რომლებიც დიდი ხანია Beauty Bar-ის ერთგულნი არიან.

კამპანიაში ქალთა მრავალფეროვან ჯგუფს ვხედავთ, თითოეულს უნიკალური წარსულითა და ცხოვრებისეული ამბით, რომელთაც საკულტო პროდუქტის გამოყენების გამოცდილება აერთიანებთ. სიუჟეტიც ფერადი და სახალისოა. დღევანდელ თანამედროვე და მუდმივად ცვალებად სილამაზის ინდუსტრიაში მარადიულობის ცნებას შეგვახსენებს. დანარჩენი კი თავად ნახეთ:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული შეჯიბრი“ გაიმართება

Grammarly-ის ხელოვნურ ინტელექტს ChatGPT-ის მიერ დაწერილი ტექსტის ამოცნობა შეუძლია