in

Dove-ის ბილბორდი სილამაზის ტოქსიკური სტანდარტების წინააღმდეგ

კოსმეტიკური ინიექციური პროცედურები თუ ადრე მხოლოდ ცნობილი ადამიანებისა და მდიდრებისთვის იყო, ახლა მეტად გავრცელებული გახდა, იმდენადაც კი, რომ ეს საკითხი თინეიჯერებსაც შეეხო. სწორედ ამიტომ, Dove ახლა მინიმალურად ინვაზიურ კოსმეტიკურ პროცედურებს უწევს პოპულარიზაციას და 3D რეკლამას სწორედ ინიექციებისთვის განკუთვნილი შპრიცებით აწყობს.

ბილბორდი 14-17 წლამდე კანადელ გოგოებს ასახავს, რომლებმაც გასულ წელს საინიექციო პროცედურები ჩაიტარეს. დიახ, მათ სოციალურ მედიაში არსებული არარეალური სხეულის სტანდარტების დაკმაყოფილება სურდათ. ბილბორდზე გოგონას სახეს დაინახავთ წარწერით: გასულ წელს თინეიჯერებს 50 000 კოსმეტიკური ინიექცია ჩაუტარდათ. ეს ფრაზა კი, რა თქმა უნდა, რეალურ სტატისტიკას ეფუძნება. მეტიც, გოგოების 74% ამბობდა, რომ მათ სურდათ, სულ მცირე ერთი რაღაც შეეცვალათ საკუთარ გარეგნობაში, 62%-ს კი უნდოდა, მეტად ლამაზი ყოფილიყო. 

ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის კანადაშიც, კოსმეტიკური ფილერების გაკეთებაზე ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი კლინიკა 18 წლამდე მოზარდებზე ოპერაციების ჩატარებაზე ან იმ თინეიჯერებზე, რომლებსაც მშობლები არ ახლავთ, უარს ამბობს…

ახლა კი Dove-ის თვითშეფასების პროექტი სილამაზის უფრო ფართო განმარტებებს უჭერს მხარს. მოუწოდებს კიდეც მშობლებს, გადმოწერონ უფასო Confidence Kit, რაც მოიცავს რესურსებს, რომლებიც მათ შვილების თავდაჯერების გაზრდასა და მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში დაეხმარება. 

ეს ბილბორდი ასახავს იმ ათასობით თინეიჯერ გოგოს, რომლებმაც კოსმეტიკური ინიექციები სოციალურ მედიაში არსებული სილამაზის არარეალური, ტოქსიკური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ჩაიტარეს. იმედია, ბილბორდი ამ თემაზე საუბრის დაწყების საბაბი გახდება და რეალურ ქმედებებამდეც მიგვიყვანს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ის საზიანო შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც სილამაზისთვის კონკრეტულ გზებს უნდა მიმართონ, — აცხადებს რაფა დონატო, DAVID-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

დაემშვიდობეთ მაღალ საკომისიოებს კრიპტოს განაღდებისას! — კრიპტომატის მეშვეობით, ამას სულ რაღაც 3%-ში შეძლებთ

„სამყაროს ფოტოკადრებად აღვიქვამ“ — დათო ქორიძე და მისი ფოტოგრაფია