in

Dove-ის თამამი კამპანია სტერეოტიპების წინააღმდეგ

BOG
BOG

როგორც უნდა ვეცადოთ, ამ საკითხს მაინც ვერ ვუვლით გვერდს — კაცობრიობის არსებობის ყველა ეტაპზე სილამაზის გარკვეული სტანდარტები ინერგება, რომელთა მორგებასაც მასობრივად ვცდილობთ. თუმცა ბოლო პერიოდში არაერთი ცალკეული ინდივიდი თუ ბრენდი ებრძვის მსგავს სტანდარტებს, რათა უნიკალურობა და „ყველაფერში სილამაზის დანახვის“ იდეა მეტად წახალისდეს, ნორმალიზდეს. მათ შორისაა Dove, რომელიც აქტიურად მუშაობს თემატურ კამპანიებზე და ნიუ-იორკის მოდის კვირეულიც არ გამორჩენია, რათა თითოეული ქალის მშვენიერებისთვის გაესვა ხაზი.

უფრო კონკრეტულად, ახალი კამპანიის ფარგლებში, სახელწოდებით #FreeThePits, ბრენდმა შექმნა პოსტერები — თითოეულ მათგანზე სხვადასხვაგვარი ვიზუალის ქალია წარმოდგენილი, ასევე სხვადასხვაგვარი სტილითა და არჩევანით. ერთ-ერთი ამჯობინებს, იღლიაში თმები დაიტოვოს, მეორეს მოშორებული აქვს, მესამეს კი ყვავილის ტატუ აქვს. ეს პრინტები ნიუ-იორკის მეტროში გამოჩნდება, რათა მგზავრებს შესაბამისი განწყობა გაუჩნდეთ.

#FreeThePits კრეატიულ სააგენტო Ogilvy-სთან პარტნიორობით შეიქმნა და მთელი იდეა ბრენდის მიერ ჩატარებულ კვლევაზეა დაფუძნებული. ამ უკანასკნელის თანახმად, 10 ქალიდან რვას არ მოსწონს, როგორ გამოიყურება მათი იღლიები, 10 ქალიდან 6 კი სხვებს აკრიტიკებს ამის გამო. სწორედ ამ ნეგატიური სტერეოტიპების უარყოფა სურს Dove-ს…

მოიგე ბინა შეკვეთილში — VR HOLDING-ის გათამაშება

ახალი მოწყობილობა კონტაქტურ ლინზებს ადამიანის ცრემლებით მუხტავს