in

როგორ შექმნა საპნის ბრენდმა ქალთა მოძრაობა? — პასუხი Dove-ის რეკლამაშია

Dove-ის How a soap brand created a global self-esteem movement ბრენდის განვლილ გზას გვიყვება, 2004 წელს დაწყებული Real Beauty-ის კამპანიის, Real Beauty Sketches-ის, Dove Self-Esteem Project-ის კამპანიებისა და ბოლოდროინდელი ინიციატივების ჩათვლით, რომლითაც AI სტანდარტებს ებრძვის სილამაზის ინდუსტრიაში. ბრენდმა ეს გზა განსხვავებული სხეულის ტიპის, ასაკისა და ეთნიკური წარმომავლობის რეალური ქალების ისტორიების ასახვით დაიწყო და ასე სილამაზის ინდუსტრიის მკვეთრად შეზღუდულ იდეალებს დაუპირისპირდა. 

BOG

საუბარიც წამოიწყო თვითშეფასებაზე და, ამასობაში, მომხმარებლებს Evolution-ის კამპანიაც გააცნო, სადაც ჩვეულებრივი ქალის ტრანსფორმაცია და მედიის მიერ დამკვიდრებული არარეალური სტანდარტები ასახა. 7 წლის შემდეგ კი Real Beauty Sketches-ის კამპანიით ემოციურად დაუპირისპირა ერთმანეთს ქალებისა და გარშემომყოფების აღქმები, რის გამოც გოგონები საკუთარი სილამაზის არასათანადო შეფასებისკენ იყვნენ მიდრეკილნი.

ამასთან ერთად, Dove შემოქმედებით ძალისხმევას კვლევებითა და აქტივიზმით აძლიერებდა. სწორედ ბრენდის გლობალურმა კვლევებმა გამოავლინა ქალებში თვითშეფასების საგანგაშოდ დაბალი დონე — ქალების მხოლოდ 2-4% თვლიდა თავს ლამაზად და სწორედ ამის პასუხი იყო Dove Self-Esteem Project-ისა და FreeBeingMe ინიციატივის დანერგვა. 

Getty Images-თან ერთად, #ShowUs კამპანიის ფარგლებში კი ბრენდმა რეალური ქალების 5000-ზე მეტი გაუფილტრავი სურათი შექმნა და AI-ით გაუმჯობესებულ კადრებს დაუპირისპირდა. 

მსგავსი თანმიმდევრული ნაბიჯებით Dove-მა მხოლოდ ბრენდი კი არ გააძლიერა, არამედ წარმოუდგენელი ბიზნესშედეგებიც მიიღო: ათწლეულის მანძილზე ზომაში გაორმაგდა და Unilever-ის წამყვანი ბრენდი გახდა! თამამი სთორითელინგით, სოციალური კვლევებითა და საგანმანათლებლო აქტივობებით კი საპნის ბრენდიდან გლობალური თვითშეფასების მოძრაობად ჩამოყალიბდა, რომელიც აგრძელებს აღქმების ცვლილებას სილამაზის ინდუსტრიაში.

How a soap brand created a global self-esteem movement-ის კამპანიაზე Ogilvy-მ და Ogilvy UK-მ იმუშავა. 

Shell-ის საავტომობილო ზეთები – ინოვაცია მოძრაობაში

ალიანს ფრივილიჯი მეზღვაურთა საერთაშორისო დღისთვის განათდა