კონცერტებზე ჰიგიენის დაცვა უნივერსალურ პრობლემად იქცა, ამიტომაც გახდა იგი Dove-ის ახალი კამპანიის მთავარი თემა. ამ ამბავში საინტერესო კი ის არის, რომ ბრენდი მომხმარებლებს წლის ყველაზე დიდ კონცერტებზე დასწრების შესაძლებლობას სთავაზობს და გამოსავალსაც 72-საათიანი სუნის საწინააღმდეგო სპრეით.
Hot Seats-ის კამპანიის იღბლიან მონაწილეებს Charli XCX-ის, Olivia Rodrigo-ს, Sabrina Carpenter-ისა და Doechii-ის კონცერტებზე დასწრება შეეძლებათ. ეს ყველაფერი კი პირველ აპრილს SOFI TUKKER-ის ექსკლუზიური შესრულებით დაიწყო, სადაც დამსწრეები Hot Seat-ის ბილეთებით გააოცეს… თუმცა, ეს მხოლოდ გახსნა იყო, შემდეგი კი ოსტინში, მინეაპოლისში, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში გაიმართება — რედითზე ციფრული ბილბორდები განთავსდება და ის, ვინც პირველი დაასკანერებს მანქანის QR კოდს, ორ ბილეთს მიიღებს Charli XCX-ის მომავალ BRAT 2025 Arena Tour-ზე.
ამგვარად, ფესტივალის მონაწილეებს ოლივია როდრიგოს, საბრინა კარპენტერისა და სხვა მუსიკოსების მოსმენა შეეძლებათ ისე, რომ არც ჰიგიენას უღალატონ. აი, ამ უკანასკნელზე კი Dove-ის ახალი Cooling Spray იზრუნებს და თუ როგორ, ამას ქვემოთ ვიდეოში ნახავთ: