4
Sep
2018

მე კარგად ვარ! – Dove-ის კამპანია გოგონების თვითშეფასების პრობლემაზე

4 Sep 2018



ბავშვები ყოველდღიურად ებრძვიან თვითშეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კამპანია “კარგად ვარ” Dove-ისა და Ogilvy UK-ის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა და ამ პრობლემაზე ანიმაციური ვიდეორგოლების მეშვეობით გვესაუბრება. ესაა ისტორიები 4 გოგონაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან: აშშ, ბრაზილია, მექსიკა და საფრანგეთი. ესაა ამბები, რომლის შესახებაც ბავშვები მშობლებს არაფერს ეუბნებიან და მხოლოდ ამბობენ “კარგად ვარ”. კამპანია მიმართულია მშობლების ინფორმირებაზე და შვილებთან გულწრფელი დიალოგისკენ მოუწოდებს. კამპანია ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო, როდესაც Dove-სა და Cartoon Network-ს შორის დაიწყო თანამშრომლობა. “Self-Esteem Project” ფარგლებში, ტელეარხმა 6 შემეცნებითი ვიდეორგოლი უნდა გადაიღოს. პროექტი 140 ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

 

განხილვა