in

Dove-ის ნაცრისფერი კამპანია ასაკობრივ დისკრიმინაციას ებრძვის

#KeepTheGrey

Dove სამსახურში ასაკობრივ დისკრიმინაციას ებრძვის. კომპანია, რომელმაც ბრენდი ინკლუზიურობითა და მრავალფეროვნებით ააგო, რომელმაც გასულ წელს Reverse Selfie-ის კამპანია შექმნა, რათა სოციალურ მედიაში რეალური ფოტოების განთავსება დაეწყოთ, ახლა ნაცრისფერი ხდება. 

ქალები ნაცრისფერი თმით სამუშაო ადგილებიდან ბერდებიან, ამიტომ Dove-ც ნაცრისფერი გახდება, — აცხადებენ კომპანიაში.

შესაბამისად, სოციალურ ქსელებში ოქროსფერ ლოგოსაც ნაცრისფრით ანაცვლებენ, რათა ასაკოვან ქალებსა და ზოგადად, ქალებს ჭაღარა თმით მხარი დაუჭირონ. იმისათვის, რომ მათი იდეა მეტად მასშტაბური გახდეს, მომხმარებლებსაც მოუწოდებენ, რომ თავიანთი მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში შავ-თეთრი ფოტოს დაყენებით გამოხატონ და ჰეშტეგი #KeepTheGrey-ც გამოიყენონ — ჩვენ ერთად შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ქალებს, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

ყველაფრის საწყისი კი კანადელი ჟურნალისტისა და ქვეყნის პოპულარული ახალი ამბების პროგრამის CTV National News-ის უფროსი რედაქტორის ლიზა ლაფლამეს განცხადება იყო — მან სამსახური იმის გამო დაკარგა, რომ თმის შეღებვაზე უარი თქვა. თანაც, იგი კონკრეტულ არხზე 35 წელი მუშაობდა! Dove კი ნაცრისფერი კამპანიით სწორედ ამ უსამართლობას უპირისპირდება. 

საინტერესოა ისიც, რომ ბრენდმა Catalyst-ის გლობალურ არაკომერციულ ორგანიზაციას 100 000 დოლარის შემოწირულობაც გაუგზავნა — ისინი ქალებისთვის ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას ისახავენ მიზნად.

როგორ შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა სახლიდან მუშაობისას? — 7 რჩევა

რატომ არ იხსნის ჰამბურგლარი ქუდს? — McDonald’s საიდუმლოს ამჟღავნებს