in

Dove-ის ვიდეორგოლი ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაზე

Dove-ის ახალ რეკლამაში მორაგბეები ჯონი სექსტონი, ელის გენგი, გრეგ ლაიდლო და სემ უორბერტონი პროფესიულ და პირად წარუმატებლობებზე საუბრობენ. არცერთმა იცოდა, ვინ დახვდებოდა გადაღებაზე, რამაც რეალური ემოციები გამოიწვია…

თავიდან მათი საუბარი სტანდარტულ შებოჭილობას მიჰყვება, თანდათან კი ყინული ლღვება — თავიანთ თავგადასავალს იხსენებენ პირადი თუ პროფესიული კუთხით. რა თქმა უნდა, თითოეული ამბავი სავსეა წარუმატებლობებით, კრახებით და პირიქით, ტრიუმფით. მაგალითად, ლაიდლო იხსენებს, როგორ დაძლია სიმაღლის ნაკლებობა, რათა სპორტში მწვერვალები დაეპყრო.

მთლიანობაში ვიდეორგოლის მთავარი არსი ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების იდეაზე გადის — ბრენდს სურს, მაყურებლები მეტად შთააგონოს და ყოველდღიური მოტივაციაც მისცეს.

„იზრუნე ხალხზე, ბიზნესი კი საკუთარ თავზე იზრუნებს“ — რიჩარდ ბრენსონის მიდგომა

ყოველდღიური ხმების მშვენიერება — Specsavers-ის კამპანია