in

Dove-ის ახალი ხელსაწყო AI-ს ქალების „სრულყოფილი“ ვიზუალების შექმნაში შეუშლის ხელს 

Lenovo
Lenovo

თუ დააკვირდებით, გენერაციული AI ხშირად გამადიდებელი შუშის ფუნქციას ითავსებს… მისი სამიზნე კი სხვა ყველაფერთან ერთად, სილამაზის ინდუსტრიაში არსებული მიკერძოებებიც ხდება, კიდევ უფრო აძლიერებს მას და ასე Dove საკუთარი მიზნის მიღწევას ურთულებს. თუმცა შემოქმედებითი გადაწყვეტებიც ამ ბრენდთან უნდა ვეძებოთ, იქნება ეს დაუმუშავებელი ფოტოწიგნი თუ ცივი უარი AI კონტენტის გამოყენებაზე. ახლა კი სწორედ ამ მიზნით პრიალა, ღია ფერის კანის მქონე სრულყოფილი ქალის პერსონაჟს უპირისპირდება, VML South Africa-სთან იწყებს თანამშრომლობას და Real Beauty-ის პლატფორმას AI ეპოქისთვის ავითარებს. 

შედეგად, Real Beauty Chrome Extension მივიღეთ, უფასო ხელსაწყო, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა მომხმარებლები AI გენერატორებს ხსნიან – კონკრეტული ვარიანტებით მოთხოვნების დახვეწაში ეხმარება და მას უფრო რეალურს ხდის ისეთი მახასიათებლებით, როგორებიცაა ნაოჭები, ნაწიბურები, კანის სხვადასხვა ტონი თუ ასაკი.

 

თვისებები, რომლებიც უნდა ჰქონდეს კრეატიულ ადამიანს

თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე