in

Dove-მა დაუმუშავებელი ფოტოების წიგნი გამოუშვა

ამასობაში უკვე ორი ათწლეული გავიდა, რაც Dove სილამაზის იდეალურ სტანდარტებს ამსხვრევს. ამჯერად კი Reimagine Beauty Book-ს გვთავაზობს, რომლის უკანაც ბრენდის კვლევა დგას — მართალია, ქალების 43% და გოგონების 47% ფიქრობს, რომ კარგად არიან წარმოჩენილნი მედიაში, მაგრამ 73% თვლის, რომ რეკლამირება სილამაზის მიუღწეველ სტანდარტებს უწესებს მათ.

ამას კი Reimagine Beauty Book-ით პასუხობენ, წიგნით, რომელიც მრავალფეროვნებასა და ავთენტურობას ზეიმობს. აღსანიშნავია, რომ Dove-მა ამაში Getty Images და ავტორი ემა დაბირიც დაიხმარა. ხოლო ფოტოგრაფი მიჰაელა ნოროკის დახმარებით მსოფლიოს მასშტაბით 60 ქალის საოცარი ფოტო გაგვიზიარეს. თითოეული პერსონალურ ამბავს ჰყვება, ძლიერ ნარატივს ქმნის, რომელიც სილამაზის ავტონომიურობას ანიჭებს უპირატესობას. 

ვიზუალური გავლენის გარდა, Reimagine Beauty Book დიად მიზანსაც ემსახურება — გაყიდვებით მიღებული შემოსავლები World Association of Girl Guides and Girl Scouts-ში (WAGGGS) გადაირიცხება, რომელთა მიზანი, თავის მხრივ, ქალების გაძლიერებაა მთელ მსოფლიოში. მანამდე კი Dove-ის The Code-ის კამპანიით გავიგეთ, რომ ბრენდი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათების წინააღმდეგია…

დაბოლოს, ისიც უნდა გითხრათ, რომ ციფრული ეპოქის განვითარებასთან ერთად, მსგავსი აქტივობები მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება — ასე მსოფლიოს შეახსენებენ, რომ სილამაზე რაღაც ერთი კონცეფცია არ არის და არც ხელოვნურ სტანდარტებს ემსახურება.

ხის სუპერ შავი მასალა სინათლეს 99.3%-ით შთანთქავს!

თამარ დემეტრაშვილი – #პირველისამსახური