in

„მე ძალიან მსუქანი ვარ?“ – გვაჩვენეთ რეკლამაში ნამდვილი სილამაზე! – Dove ინდუსტრიას შიგნიდან ანგრევს

ქალების 70% თავს ვერ აიგივებს იმ პერსონაჟებთან, რომლებსაც მედიასა და რეკლამაში ვხედავთ.

სააგენტო LOLA MullenLowe თავის მოვლის საშუალებების ბრენდ Dove-ის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილის გავრცელებაში დაეხმარა.

გვაჩვენე ნამდვილი სილამაზე! გვაჩვენეთ სილამაზე, რომელიც ინკლუზიური და მრავალფეროვანია. ეს სწორედ ისაა, რისი დანახვაც ყველას გვსურს, თუმცა კი, ჯერჯერობით, ეს ჩვენი რეალობა არ არის. ქალების 70% თავს ვერ აიგივებს იმ პერსონაჟებთან, რომლებსაც მედიასა და რეკლამაში ვხედავთ. ეს კი, ყოველდღიურად, ქალების ცნობიერებაში შეზღუდვებისა და გარეგნობასთან დაკავშირებული სტანდარტებისა და სტერეოტიპების გამყარებას ემსახურება.

ძვირფასო ბრენდებო, ერთად, ჩვენ შეგვიძლია, ცვლილებებსა და ქალების გაძლიერებას ხელი შევუწყოთ. ჩვენზეა დამოკიდებული, შევცვლით, თუ არა უკეთესობისკენ მედიასა და რეკლამას, – ნათქვამია Dove-ის განცხადებაში.

სწორედ ამიტომ, ბრენდი Getty Images- სთან, Girlgaze- სთან, ქალებსა და არაბინარულ ინდივიდებთან თანამშრომლობს იმისთვის, რომ მთელს მსოფლიოში, სილამაზის აღქმა შეიცვალოს.

2019 წელს, Dove-ის პროექტის ფარგლებში, #ShowUs – წარმოდგენილი იყო 10,000-ზე მეტი სურათი, რომელიც სილამაზის უფრო ინკლუზიური ხედვის მიმღებლობას ემსახურებოდა.

შემდეგი ნაბიჯი სამხრეთ აფრიკაში, სილამაზის სტერეოტიპების გასანადგურებლად გადაიდგა, სახელით – It’s On Us.

„2020 წელს, ჩვენ გადავწყვიტეთ, სარეკლამო ინდუსტრია შიგნიდან დაგვენგრია და საერთაშორისო ბრენდების კასტინგში ნამდვილი სილამაზის ჩართულობაზე გვეზრუნა.

თუ რეკლამაში გადასაღებად შემარჩევ და აქ ზუსტად ისეთი ვიქნები, როგორიც სინამდვილეში ვარ, ჩემი მონაწილეობის საფასურს Dove დაფარავს, – იყო გზავნილი.

შედეგად, ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში, Dove მადლობას უხდის იმ ბრენდებს, რომლებიც კამპანიაში ჩაერთნენ და აღიარეს, რომ სილამაზე მრავალფეროვანია და ყველა ქალი იმსახურებს საკუთარი ნამდვილი გარეგნობის წარმოჩენას.

„მე ზედმეტად მსუქანი ვარ?“ „შენ აუცილებლად გამხდარი უნდა იყო!“ თუმცა კი, ბრენდი ზუსტად ამ წარმოდგენების შეცვლას ცდილობს.

ნახეთ ვიდეორგოლი:

როგორ უნდა გამოასწოროთ თქვენს რეზიუმეში არსებული ხარვეზები?

„იურისტის ერთადერთი დანიშნულება არ არის პრობლემის მოგვარება. იურიდიული მომსახურება მუდმივად საჭიროა, ზუსტად იმიტომ, რომ ეს პრობლემები არ გაჩნდეს“.