Dove-ს, სათამაშო სტუდია Toya-სთან ერთად, ვიდეო თამაშებში ნამდვილი სილამაზე შეაქვს და Roblox-ზე თავისი პირველი თამაშის შესახებაც აცხადებს.
Super U Story 9-16 წლამდე გოგონებისთვის უფასოა, სიუჟეტებზე დაფუძნებული თამაშია, რომელიც სილამაზის დღევანდელ სტანდარტებს ასახავს და ახალგაზრდა მოთამაშეებს იწვევს, სიღრმისეულად დააკვირდნენ, რას ნიშნავს სილამაზე მათთვის. თამაში არარეალურ იდეალებს წარმოადგენს, რათა გოგოებმა გაიგონ, რომ სტერეოტიპები არ განსაზღვრავს მათ.
აქ თქვენ მრავალ ქალ პერსონაჟს შეხვდებით, სხეულის განსხვავებული ტიპებით, კანის ტონებით, წარმომავლობითა და შესაძლებლობებით, რითაც არსებულ მრავალფეროვნებასაც ასახავენ. დიახ, ამას დღეს სხვა ვიდეო თამაშში ნამდვილად ვერ ნახავთ…
ხოლო, თუ Dove-ს დავეყრდნობით, ქალების 60%-ის რწმენით, ისინი სათამაშო ინდუსტრიაში სათანადოდ არ იყვნენ წარმოდგენილნი, გარდა ამისა, 35%-მა აღნიშნა, რომ ჩართულობის ნაკლებობა მათზე უარყოფითად მოქმედებდა…
მეტიც, კომპანია Epic Games-ის Unreal Engine-თან ერთადაც მუშაობს, რათა შექმნას ვიდეო თამაშების მრავალფეროვანი ქალი პერსონაჟები. აქ „ნამდვილ ვირტუალურ სილამაზეზეც“ უნდა ვისაუბროთ — კურსი ასწავლის ვიდეო თამაშების შემქმნელებს, ქალი პერსონაჟებზე მუშაობისას თავიდან აიცილონ არაცნობიერი მიკერძოება. ტრენინგთან ერთად ხელოვანთა კოლექციაც არსებობს, სადაც დეველოპერებს შეუძლიათ ატვირთონ ნამუშევრები და მსგავსად, სხვებიც შთააგონონ.
Dove იმედოვნებს, რომ მისი ქმედება სხვა კომპანიებსა და სტუდიებს შთააგონებს, ქალები მათივე სილამაზითა და მრავალფეროვნებით თამაშების წინა პლანზე წამოწიონ.