ბრენდი კვლავ ბუნებრიობის ერთგული რჩება და სულაც არ ახლავს არაავთენტური პორტრეტების გაჩენას უფლებას, რაიმე შეცვალოს… Dove უკვე Real Beauty კამპანიის ორ ათწლეულს აღნიშნავს და უარს ამბობს რეკლამაში AI ფასადების გამოყენებაზე — ასე იმ ციფრულ ტალღას ეწინააღმდეგება, რომელმაც უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა… ამგვარად, უნაკლო და იდეალური ავატარების გაჩენის გამო, Dove ხელოვნურ ინტელექტს „აპაუზებს“.
ბუნებრივი სილამაზის მხარდამჭერი ბრენდი AI-ის მიერ გენერირებული კონტენტის ტალღას გამოწვევად აღიქვამს, რომელიც დღეს რეალური ადამიანის მრავალფეროვნებისა და ავთენტურობის ჩვენების წინაშე დგას. ამიტომ, უახლესი კამპანია The Code ყურადღებას ხელოვნური ინტელექტის იმ ნაკლოვანებებზე ამახვილებს, რომლებსაც სილამაზის სტანდარტების გენერირებისას უშვებს, რომელიც რაღაც ფანტასტიკურის ზღვარზე უფროა, ვიდრე რეალურის…
ვიდეოში გვაჩვენებენ, როგორ პასუხობს Midjourney ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა „სრულყოფილი კანი“, „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი“… შედეგებიც ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობია, „დავარცხნილი“ სურათები ქალების, რომლებსაც თითქმის მიუწვდომელი ფიზიკური მახასიათებლები აქვთ.
„AI-ის ზრდა რეალურ სილამაზეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე აყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ აღწერილობები იმაზე მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ მიაგებს თავის Real Beauty კამპანიის 20 წლის იუბილეზე Dove პატივს ბუნებრივ სილამაზეს და ვალდებულად თვლის თავს, არასდროს გამოიყენოს AI ქალების სურათების შესაქმნელად, რომლებიც არაბუნებრივ მახასიათებლებს გვთავაზობს“, — აცხადებენ კომპანიაში.
თუმცა მათ, ვისაც მოსწონს სურათების გენერირების იდეა, Dove ახალ აღწერილობას სთავაზობს: ფრაზის ბოლოს According to Dove-ის დამატებას — ეს კი უკვე მეტად დამაჯერებელ ნარატივებს მიაწვდის მომხმარებლებს, სხეულის მრავალფეროვანი ფორმებით, განსხვავებული ეთნოსით და, მოკლედ რომ ვთქვათ, სილამაზით, რომელიც ინკლუზიური და რეალურია. ეს რომ მოახერხოთ, ბრენდი Real Beauty Prompt Guidelines-ს საჯაროდ უშვებს, რათა კვლავ შექმნათ სურათები, რომლებიც ზეიმობს და არ ავიწროებს ადამიანური სილამაზის სპექტრს.
ამგვარად, Dove თანამედროვე ტექნოლოგიებს კი არ გაურბის, არამედ მის პოტენციალსაც აღიარებს დადებითი ცვლილებებისთვის…