„მოემზადე ჩემთან ერთად“ – ამ ტრენდის ვიდეოები სოციალური მედიის განუყოფელი ნაწილი გახდა და მარკეტინგულ ტაქტიკად კოსმეტიკის, მოვლის საშუალებებისა და მოდის ბრენდები ხშირად იყენებენ. მათ შორის არიან E.l.f., True Religion და Dr. Squatch. მაგრამ რა ხდება მომზადების შემდგომ ღამეს, როდესაც მაკიაჟი ირეცხება, ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში თავსდება და მხოლოდ საღამოს მოგონებები რჩება?
სწორედ ეს არის ფოკუსი Dove-ის ახალი გლობალური კამპანიისთვის – “Unready for Anything” („განემზადე ყველაფრისთვის“). პროექტი პროდუქტ Beauty Bar-ის მხარდასაჭერად შეიქმნა. კამპანიაზე Ogilvy New York და Ogilvy UK მუშაობდნენ. საინტერესოა, რომ სააგენტოსა და ბრენდს შორის ურთიერთობა ოგილვის მიერ Beauty Bar-ზე 1957 წელს შექმნილი ორიგინალი ნამუშევრიდან იღებს სათავეს.
“Unready for Anything”-ის კონცეფცია Dove Beauty Bar-ს ახლო ხედით გვაჩვენებს სააბაზანოს ფილაზე. საპნის ქაფი წვეულებიდან შემორჩენილ ფერებს გვახსენებს.
პროცესი დაიწყო ბრენდის მარტივი დავალებით: როგორ შეიძლება Dove Beauty Bar-ის გამორჩეულად წარმოჩენა?
Ogilvy-ის გუნდმა დავალებისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, 600-ზე მეტი იდეა შეიმუშავა. რეგიონულმა ხელმძღვანელებმა გამარჯვებული იდეა 200 ფინალური სიიდან სიმარტივის გამო გამოარჩიეს.
კამპანია დაიწყო ახალი წლის ღამეს, შუაღამისას, Beauty Bar-ით, რომელიც გარშემორტყმული იყო საზეიმო ბრჭყვიალა დეკორაციებით, ფოტოზე აღნიშნული დრო 3:22 AM-ს აჩვენებდა. კამპანია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება და მოიცავს სხვადასხვა აქტუალურ ვერსიას მოიცავს.
Beauty Bar-ზე ფოკუსირებით, კამპანია აღვიძებს მომხმარებლების წარმოსახვას. Dove ისტორიას ადამიანის ჩვენების გარეშე ჰყვება. ის აყენებს პროდუქტს ყველაფრის ცენტრში ისე, რომ შეგიძლიათ მხოლოდ საპნის ნახვით წარმოიდგინოთ მთელი ისტორია – თუ როგორ გაატარა დრო მისმა მომხმარებელმა გასულ საღამოს.
ინფლუენსერებთან თანამშრომლობა
ბეჭდურ და გარე რეკლამებში გამოყენებულ კონტენტთან ერთად, “Unready for Anything” მოიცავს სოციალურ კამპანიას, სადაც ინფლუენსერები აჩვენებენ თემატურ რუტინას (“Unready for Anything”) Beauty Bar-ის საკუთარი ფოტოების გაზიარებით. ამ გზით, კრეატიული და ინფლუენსერული კონტენტი უფრო მჭიდროდ არის ურთიერთდაკავშირებული, ვიდრე სხვა კამპანიებში, სადაც ინფლუენსერების ელემენტები შეიძლება ხელოვნურად მიბმულად აღიქმებოდეს. ამ ფაქტორს შემოქმედებითი ჯგუფი დიდი ყურადღებით მიუდგა, მათ სურდათ, ინფლუენსერული კონტენტიც ისევე ორგანულად წარმოჩენილიყო, როგორც თავად კამპანია.
პროდუქტზე ფოკუსირებაც ცვლილებაა Dove-სთვის. Beauty Bar-ის სარეკლამო გმირად ქცევით, კონკრეტული პერსონაჟის გარეშე, რეკლამა გარკვეული თვალსაზრისით უფრო ინკლუზიურია: Beauty Bar-მა თითოეული მნახველის გონებაში დაიკავა თავისი ადგილი.
წყარო: Marketingdive