in

Dove X Bridgerton სილამაზის ჩარჩოების წინააღმდეგ გაერთიანდნენ

Dove-მა და Bridgerton-მა ძალები გააერთიანეს — Let Them Talk სილამაზის ავთენტურობას ანიჭებს უპირატესობას და ქალებს აძლევს საშუალებას, იყვნენ ზუსტად ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან. ზუსტად ისე, როგორც ბრიჯერტონი უპირისპირდება საზოგადოების წესებს პერსონაჟებით, რომლებსაც არც კონვენციები აინტერესებთ და ინდივიდუალურობასაც ანიჭებენ უპირატესობას, Dove-იც დიდი ხანია განსაზღვრავს სილამაზეს მეტად ინკლუზიური ტერმინებით და ასეთი არაერთი კამპანია გვინახავს, იქნება ეს თინეიჯერების კომპლექსებთან თუ ასაკობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლა…

BOG

ახლა კი ეს ბრენდები ერთად იწვევენ აუდიტორიებს, რათა საკუთარ ამბებში ჰპოვონ თავდაჯერება და ინდივიდუალიზმი, მიუხედავად იმისა, თუ რა აზრები მუსირებს საზოგადოებაში. ეს ძალისხმევა Dove x Bridgerton Limited-Edition Collection-ის გამოშვებას ეძღვნება, რომელიც, თავის მხრივ, ბრიჯერტონის მეოთხე სეზონით არის შთაგონებული.

Let Them Talk-ის კამპანიაზე Mythology-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.

„ანსამბლი საქართველოდან” კარნეგი ჰოლის სცენაზე | სუხიშვილები

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის