in

ყველაფერი Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსის შესახებ!

რაკი ჩვენს რუბრიკაში საფონდო ბირჟის ინდექსებზე დავიწყეთ საუბარი, დროა, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, Dow Jones Industrial Average-ზე, ანუ დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსზე გიამბოთ.

galt & taggart
galt & taggart

Dow Jones Industrial Average (DJINDICES:^DJI) საფონდო ბირჟის ინდექსია, რომელიც  30 კომპანიას აერთიანებს და მათ მონაცემებს იკვლევს. ეს მაჩვენებლები, ამერიკის საფონდო ბაზარზე, ძალიან სანდო, მნიშვნელოვან და სასარგებლო ინდიკატორად მიიჩნევა.

დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი მხოლოდ ინდუსტრიული სექტორის აქციებს არ აერთიანებს, აქ ბევრი სხვა ბიზნესის ფასიანი ქაღალდები შედის, მათ შორისაა სატრანსპორტო და კომუნალური მომსახურების კომპანიებიც.

დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსს S&P Dow Jones Indices მართავს, რომლის საკონტროლო პაკეტსაც საფინანსო – საინფორმაციო და ანალიტიკური კომპანია S&P Global (NYSE:SPGI) ფლობს. ამ ინდექსში შემავალი კომპანიების აქციები, როგორც წესი,  ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსის ისტორია

Dow Jones Industrial Average ამერიკის საფონდო ბირჟის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ინდექსია. ის 1896 წლის 26 მაისს, The Wall Street Journal-ის რეპორტიორმა ჩარლზ დოუმ შექმნა. მანამდე (1882 წელს), ამერიკელმა ჟურნალისტმა კოლეგებთან, ედუარდ ჯონსთან და ჩარლზ ბერგსტრესერთან ერთად, Dow Jones & Company დააფუძნა.

საწყის ეტაპზე, დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი მხოლოდ 12 კომპანიის მაჩვენებლებს ამუშავებდა. ესენი, ძირითადად, სამრეწველო კომპანიები იყო და მათ შორის გახლდათ General Electric (NYSE:GE). მოგვიანებით, Dow Jones Industrial Average-ის ხელმძღვანელობა ამერიკის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე სხვა კომპანიებითაც დაინტერესდა და ნელ-ნელა დაიწყო ახალი ბიზნესების მონაცემების შესწავლა და გაზომვა, 1928 წლიდან კი, Dow Jones Industrial Average 30 კომპანიას აერთიანებს.

დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსში შემავალი კომპანიები 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი ამერიკის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე 30 კომპანიას აერთიანებს, სწავლობს, ზომავს და ამუშავებს მათ მონაცემებს. ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება, ამ ბიზნესების ჩამონათვალი:

  1. 3M (NYSE:MMM)
  2. American Express (NYSE:AXP)
  3. Amgen (NASDAQ:AMGN)
  4. Apple (NASDAQ:AAPL)
  5. Boeing (NYSE:BA)
  6. Caterpillar (NYSE:CAT)
  7. Chevron (NYSE:CVX)
  8. Cisco Systems (NASDAQ:CSCO)
  9. Coca-Cola (NYSE:KO)
  10. Disney (NYSE:DIS)
  11. Dow (NYSE:DOW)
  12. Goldman Sachs (NYSE:GS)
  13. Home Depot (NYSE:HD)
  14. Honeywell International (NYSE:HON)
  15. IBM (NYSE:IBM)
  16. Intel (NASDAQ:INTC)
  17. Johnson & Johnson (NYSE:JNJ)
  18. JPMorgan Chase (NYSE:JPM)
  19. McDonald’s (NYSE:MCD)
  20. Merck (NYSE:MRK)
  21. Microsoft (NASDAQ:MSFT)
  22. Nike (NYSE:NKE)
  23. Procter & Gamble (NYSE:PG)
  24. Salesforce (NYSE:CRM)
  25. Travelers (NYSE:TRV)
  26. UnitedHealth Group (NYSE:UNH)
  27. Verizon (NYSE:VZ)
  28. Visa (NYSE:V)
  29. Walmart (NYSE:WMT)
  30. Walgreens Boots Alliance (NASDAQ:WBA)

როგორ უნდა შეიძინოთ Dow Jones Industrial Average-ის აქციები?

დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსის აქციებს პირდაპირ ვერ იყიდით, თუმცა, ხელმისაწვდომია თითოეული ბიზნესის პორტფელი, რომელზეც „დოუს“ მაჩვენებლები ახდენს გავლენას. ან შეგიძლიათ, კიდევ უფრო მარტივად, ამ ინდექსში შემავალი კომპანიების აქციები შეიძინოთ. შესაბამისად, არსებობს ინვესტირების რამდენიმე ვარიანტი:

  1. შეგიძლიათ, შეიძინოთ დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსში შემავალი ბიზნესების აქციები. ეს არც ისე რთულია, რადგან მასში მხოლოდ 30 კომპანია შედის. ამიტომ, ნებისმიერი მათგანის ფასიან ქაღალდებს შეიძენთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ აქ ნებადართულია აქციებში ნაწილობრივი ინვესტირება – თითოეული კომპანიის აქციები ცალ-ცალკე უნდა მართოთ და თქვენს პორტფელში მაშინვე შეიტანოთ ცვლილება, როგორც კი ინდექსი შეიცვლება (ისტორიულად ინდექსი რამდენიმე წელიწადში ერთხელ იცვლება);
  2. შეგიძლიათ შეიძინოთ ETF აქციები, რომლებიც „დოუ“-ზეა ორიენტირებული. ამ ინდექსს შეისწავლის ისეთი საფონდო ბირჟები, როგორიცაა, მაგალითად, SPDR Dow Jones Industrial Average ETF (NYSEMKT:DIA). დაინტერესებულ პირებს, ეს კომპანია მარტივად, ბიუროკრატიის გარეშე წარუდგენს Dow Jones Industrial Average-ში შემავალ ბიზნესებთან დაკავშირებულ რისკებს. ETF-ში აქციების ყიდვა უფრო მარტივია, ვიდრე 30 კომპანიაში ცალ-ცალკე ფულის ჩადება, თანაც, არ არის სავალდებულო, ინდექსში შემავალი კომპანიების ცვლილებებისას, თქვენი პორტფელიც შესაბამისად განაახლოთ.
  3. შეგიძლიათ, იყიდოთ Dow-ს ოპციები (ფასიანი ქაღალდი, ერთნაირი ფასით) ან „ფიჩერსები“ (ვადიანი გარიგება). პირველის შეძენა Cboe Global Markets (NYSEMKT:CBOE)-ის,  მეორესი კი CME Group-ის (NASDAQ:CME) Chicago Mercantile Exchange-ის საშუალებით შეგიძლიათ.

როგორ ითვლება დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსის ღირებულება?

მაშინ როდესაც საფონდო ბირჟაზე ინდექსების უმეტესობა ბაზრის კაპიტალიზაციის შეწონილი მაჩვენებლით ისაზღვრება (ერთი აქციის ფასი გამრავლებული აქციათა საერთო რაოდენობაზე), დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი შეწონილი ფასის მიხედვით იზომება. მონაცემები მასში შემავალი 30 კომპანიის აქციების ფასების ღირებულების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით ითვლება.

თუმცა, აქ არ იგულისხმება ისეთი მარტივი სქემა, როგორიც ინდექსში შემავალი 30 კომპანიის აქციების ფასის შეკრება და მიღებული ჯამის 30-ზე გაყოფაა.

[კომპანიების] შერწყმა, გაყოფა, დამატებითი შემოსავალი და სხვა მოვლენები ითხოვს, რომ ინდექსის სპეციალურმა კომიტეტმა ოფიციალურად განსაზღვროს მთავარი გამყოფი, რომელზეც მასში შემავალი 30 კომპანიის აქციების ფასის ჯამი გაიყოფა. 2021 წლის 31 მარტის მონაცემით, ეს გამყოფია 0,159871. სწორედ მისი საშუალებით შეგიძლიათ, დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსის ღირებულების (ფასის, შეფასების) განსაზღვრა, ფორმულა კი ასეთია: 30 კომპანიის აქციების ფასი უნდა შეკრიბოთ და შემდეგ გაყოთ 0,159871-ზე.

2021 წლის 30 მარტის მდგომარეობით, „დოუს“ ყველაზე ძვირი იყო UnitedHealth Group-ის აქციები, რომელიც [თითო აქცია] 372.07 დოლარად ივაჭრებოდა. ყველაზე დაბალი ფასი Cisco Systems-ის აქციებს ჰქონდა, რომელიც [თითო აქცია] $51.71 ღირდა. ვინაიდან UnitedHealth Group-ის აქციების ფასი 7.2-ჯერ მაღალია, Cisco-ს აქციების ღირებულება 7,2%-ით უნდა შეიცვალოს, რომ ისეთივე გავლენა ჰქონდეს დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსზე, როგორც UnitedHealth Group stock-ის აქციების 1%-იან ცვლილებას.

მართალია, ფინანსურ წრეებში მიღებულია, რომ Dow Jones Industrial Average-ში ინვესტირება უფრო მეტი მოგების შანსს იძლევა, თუმცა, რისკიც დიდი ახლავს. ამიტომ, ამ თუ ნებისმიერ სხვა ინდექსში ფულის დაბანდებამდე, მოცემულობა კარგად უნდა აწონ-დაწონოთ, შეაფასოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.

 


 

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.

 

ინჟინრები ქმნიან გამჭვირვალე მზის პანელებს, რომლებიც მინიმუმ 30 წელს ფუნქციონირებს

როგორ თანამშრომელს არ აიყვანდა სამსახურში უორენ ბაფეტი, არავითარ შემთხვევაში?