in

დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებში კოგნიტიური ფუნქცია გააუმჯობესეს — კვლევა

ახალმა ჰორმონალურმა მკურნალობამ დაუნის სინდრომის მქონე 6 მამაკაცში კოგნიტიური ფუნქცია 10-30%-ით გააუმჯობესა. ეს კი კონკრეტული პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შეიძლება დაგვეხმაროს… ხოლო, იმის გამო, რომ წინა ექსპერიმენტის დროს შემეცნების გაზრდა ვერ მოახერხეს, კონკრეტული შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. თანაც, დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებულია და ყოველი 1000-დან 1 ადამიანში გვხვდება. 

M2
M2

ბოლო აღმოჩენებმა აჩვენა, რომ გონადოტროპინის განმათავისუფლებელ ჰორმონს (GnRH), რომელიც ტვინში წარმოიქმნება, გავლენა აქვს ისეთ კოგნიტიურ ფუნქციებზე, როგორებიცაა მეხსიერება, ენა და შემეცნება. სწორედ ეს ჰორმონი არეგულირებს, ტესტოსტერონისა და ესტროგენის გამომუშავებას.

თავდაპირველად ჯგუფმა დაადგინა, რომ მიკრორნმ-ის ხუთი ჯაჭვი, რომელიც GnRH-ს გამომუშავებას არეგულირებს, თავის ფუნქციას არ ასრულებდა იმ თაგვებში, რომლებიც სპეციალურად დაუნის სინდრომის კვლევისთვის შეიქმნა. შემდეგ კი ისიც აჩვენეს, რომ ისეთი კოგნიტიური ხარვეზი, როგორიცაა ყნოსვის დაკარგვა, თაგვებში GnRH სეკრეციის დისფუნქციასთან იყო დაკავშირებული. ეს უკანასკნელი კი დაუნის სინდრომის ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია. ხოლო ამ თაგვებისთვის GnRH წამლის მიცემით, კოგნიტიური ფუნქცია და ყნოსვის შეგრძნება გარკვეულ დონეზე აღდგა. 

რაც შეეხება საპილოტე კვლევას, აქ დაუნის სინდრომის მქონე 20-50 წლამდე 7 მამაკაცი მონაწილეობდა. წამალი 6 თვის მანძილზე ყოველ 2 საათში მათ მხარში შეჰყავდათ… მკურნალობის დროს MRI, შემეცნებისა და ყნოსვის ტესტებიც კი ჩატარდა. შედეგად, 7-დან 6-ს შემეცნების უნარი მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გარეშე გაუუმჯობესდა, თუმცა ყნოსვის ცვლილება არცერთს აღენიშნებოდა — პაციენტებს სთხოვეს 3D საწოლი დაეხატათ, მართალია, თავიდან გაუჭირდათ, მაგრამ ბოლოს მათი ძალისხმევა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 

ჩვენ არ ვაპირებთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შემეცნებითი აშლილობების განკურნებას, მაგრამ ჩვენი შედეგები საკმარისია იმისათვის, რომ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების იმედი გვქონდეს. ზოგიერთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანიც შეიძლება გახდეს, რადგან ეს მათ ყოველდღიურ აქტივობებში დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარება, იქნება ეს ჰობებით სიამოვნების მიღება, სახლში ტექნიკის გამოყენება თუ მარტო მოგზაურობა, — ამბობს ნელი პიტელოუდი, კვლევის თანაავტორი. 

რამდენად აუცილებელია ჯანდაცვის სამყაროში ბრენდინგი?

AI მოდელები მოდის ინდუსტრიაში, ინოვაციური მიდგომა ინდუსტრიული პრობლემის გადასაჭრელად