მშობლებისთვის თითქმის ყოველი დილა შვილებისთვის ტანსაცმლის შერჩევითა და შემდეგ მათი მორგებით იწყება. ამ დროს პატარების გამომეტყველება თითქმის ყველა შემთხვევაში ერთნაირია ხოლმე – უკმაყოფილო. ბავშვთა ტანსაცმლის მაღაზია DPAM-მ გადაწყვიტა, თავისი პატარა მომხმარებლის ინტერესებიც გაეთვალისწინებინა და სწორედ ამიტომ წამოიწყო ძალიან სახალისო კამპანია #KidsRevenge, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს უნდა მისცემოდათ საშუალება, სამსახურში მიმავალი მშობლებისთვის ტანსაცმელი შეერჩიათ. ამ იდეის განსახორციელებლად, ბრენდმა უფროსებს სპეციალური დღეც კი დაუწესა.