in

Amazon-ის გადაწყვეტილებით, DPReview 10 აპრილიდან უქმდება

რამდენიმე დღის წინ Amazon-მა განაცხადა, რომ Digital Photography Review-ს (DPReview) 10 აპრილს გააუქმებს. ვებგვერდი 25 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და მომხმარებლებს კამერების, ლინზების თუ ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვაში ეხმარებოდა. მოკლედ, ფოტოგრაფიის მოყვარულთა საოცნებო თავშესაყარს წარმოადგენდა — ახლა კი არა მხოლოდ შეწყდება ახალი კონტენტის განთავსება, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ არსებულიც სამუდამოდ წაიშლება.

სკოტ ევერეტის, DPReview-ის გენერალური მენეჯერის, ბლოგპოსტის მიხედვით, ვებგვერდი მიმდინარე წლის 10 აპრილიდან შეწყვეტს განახლებას. მხოლოდ კითხვის ფუნქცია კი შეზღუდული დროით იქნება ხელმისაწვდომი. მართალია, ამ დროისთვის ბევრი თემატური პლატფორმა არსებობს, მაგრამ ეს უკანასკნელი დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესო იყო სანდო მიმოხილვების თვალსაზრისით — განხილვები ყველაფერს ეხებოდა, დაწყებული უახლესი კამერებით, დასრულებული ძველი მოდელებით.

აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ DPReview წარმოადგენს ვებსაიტის ტიპს, რომელიც სულ უფრო იშვიათი ხდება ინტერნეტში — ექსპერტების მიმოხილვებით, ენთუზიასტების რჩევებით. ასეთი კონტენტი ძალიან ღირებულია, მაგრამ ალბათ, მხოლოდ ადამიანების მცირე ნაწილისთვის. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ ამაზონმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

ვორქშოპი ბანკნოტების დიზაინზე 20 აპრილს ჩატარდება

როგორ აღვიდგინოთ კარგი რეპუტაცია სამსახურში?