ჰიპ-ჰოპის ლეგენდები Dr. Dre და Snoop Dogg ალკოჰოლის ინდუსტრიას ულტრა პრემიუმ ჯინს სთავაზობენ — Still G.I.N. უკვე მათი მეორე სვლაა, რასაც წინ ქილის კოქტეილის ხაზი Gin & Juice by Dre and Snoop უძღოდა… თუმცა Still G.I.N. ჩვეულებრივ „სელებრითების“ შექმნილი პროდუქტი არ გეგონოთ, პროექტია, რომელიც ზუსტად იმავე შემოქმედებითობას გვაზიარებს, როგორსაც თავად Dre და Snoop.

სახელი კი, თავის მხრივ, პატივს მიაგებს 1999 წლის ჰიტს Dre-ს 2001-ის ალბომიდან Still D.R.E., თუმცა ჯინი უბრალო ნოსტალგიებზე ბევრად მეტს გვთავაზობს. გამორჩეული გემო ყვავილებსა და ცხარე ნოტებს აერთიანებს და ისეთივე დახვეწილია, როგორიც მისი შთამაგონებელი სიმღერა.
![]()
სულ რაღაც 34.99 დოლარი ღირს და პოზიციონირდება როგორც ხელმისაწვდომი ფუფუნების საგანი ჯინის მოყვარულებისთვის. მანდარინის, ჟასმინისა და ქინძის ნაზავი დასამახსოვრებელ გამოცდილებას გვპირდება. თანაც, როგორც გვეუბნებიან, სასმლის შექმნის ყველა პროცესში Dr. Dre და Snoop Dogg ჩართულები იყვნენ, რათა როგორც არომატს, ისე შეფუთვასა და მთლიან დიზაინს მათი მაღალი სტანდარტები დაეკმაყოფილებინა.

უშუალოდ ბოთლზე კი სახელგანთქმულმა დიზაინერმა ინი არჩიბონმა იმუშავა და უნდა ვაღიაროთ, რომ თაფლის ფიჭის მსგავსი დიზაინით იგი თაროზე გამორჩეული ადგილის დამკვიდრებას მარტივად მოახერხებს…











