Dr. Martens განახლებულ ბრენდის პლატფორმას გვთავაზობს, რათა ახალგაზრდა თაობას დაუკავშირდეს და ბრენდის სიძლიერესაც გაუსვას ხაზი. Calling-ის მიერ შექმნილი Made strong ფილმთან ერთად გამოდის და კამპანიას მშობლიური ქვეყნის მიღმა ამერიკაში, ევროპასა და აზიაში ავრცელებს.
„Dr. Martens-ის მისიას მეამბოხე თვითგამოხატვის გაძლიერება წარმოადგენს, მაგრამ დღევანდელი გამოწვევების ფონზე, როგორებიცაა ეკონომიკური არამდგრადობა, კლიმატური კრიზისი, მენტალური ჯანმრთელობა, კულტურული ომები და ა. შ., მეამბოხეობა გამძლეობას მოითხოვს. ჩვენი საკულტო პროდუქტები გაძლიერდა 1960 წლის შემდეგ და ყოველთვის მისაღები ხდებოდა კულტურისთვის. Made Strong კი საშუალებას გვაძლევს, ამ შესანიშნავი მემკვიდრეობისა და პროდუქტის ამბის მომავალიც უზრუნველვყოთ“, — განმარტავს მეგ ჯონსონი, Dr. Martens-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
Made strong-ის პლატფორმა იმ ადამიანების არსებობას აღნიშნავს, რომელთაც თვითგამოხატვისთვის სიძლიერე ეყოთ. კამპანია დოკუმენტურ სერიასაც მოიცავს, რომელიც 14 ადამიანს აერთიანებს, რათა დაგვეხმარონ იმის წარმოდგენაში, თუ როგორია ცხოვრება მათ ადგილზე… ამასთან, იგი ხაზს უსვამს შემდგომი თაობების სიძლიერის განსხვავებულ მაგალითებს.
„ინდუსტრიაში იშვიათია ისეთ რამეზე მუშაობა, რაც ამხელა მნიშვნელობასა და ავთენტურობას ატარებს. სიძლიერის გამოცდა როგორც ინდივიდუალურ, ისე თაობის დონეზე შესანიშნავი გამოცდილებაა, განსაკუთრებით ახლა, როცა ამჟამინდელი თაობა მრავალ სოციალურ ნორმას ხელახლა განსაზღვრავს. Made Strong ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, თანამედროვე სიძლიერის პერსონალურ განმარტებებში ჩაგვეხედა, რაც ჩვენთვის ნიშნავს სიყვარულს, რწმენასა და საკუთარი თავის პატივისცემას ამჟამინდელ საზოგადოებაში“, — აცხადებს KTM-ის რეჟისორთა გუნდი, რომლებმაც Dr. Martens-ის კამპანიაზე იმუშავეს.













