in

საქართველოში Dr.Pepper შემოვიდა

პეპერი

საქართველოში კიდევ ერთი უცხოური,  გამაგრილებელი სასმელი შემოვიდა. ამჯერად საუბარი “Dr Pepper”-ზეა. “კოკა კოლას” ეს პროდუქტი ექსკულიზურად “სმარტის” სუპერმაკრეტებში იყიდება, პროდუქტის შეფუთვაზე ფასი 55 ცენტი წერია საქართველოში კი მისი ფასი 1.95 ლარია. სმარტი

 

თორნიკე გურული

“ვისოლის” მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე გურული ამბობს, რომ ახალი ბრენდი ქართველ მომხმარებელს ძალიან გაახარებს და არა მარტო მათ , ვინც ამერიკაში ცხოვრობდა და კარგად იცნობს Dr . Pepper”-ს. 

„დოქტორ პეპერი“ცნობილი ამერიკული გამაგრილებელი სასმელია, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და უნიკალური, ყველა გამაგრილებელი სასმელისგან განსხვავებული გემოთი. „სმარტის“ დახლებზე 20-მდე დასახელების უალკოჰოლო სასმელებს შეხვდებით, თუმცა,  ვფიქრობთ, „დოქტორ პეპერის“ „სმარტის“ ქსელში გამოჩენა განსაკუთრებით გაუხარდათ მათ, ვისაც ამერიკაში ცხოვრების გამოცდილება აქვთ. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, მალე ის ყველასთვის საყვარელი გამაგრილებელი სასმელი გახდება”-ამბობს თორნიკე გურული.

დღეს,  როდესაც ბევრი უცხოური ბრენდია საქართველოში, ბაზარზე დიდია კონკურენცია. თორნიკე გურული ამბობს, რომ “დოქტორ პეპერი” ენერგეტიკული სასმელის თვისებებით გამოირჩევა,  აგრილებს და ენერგიას მატებს. თანაც, მიაჩნია, რომ ამ სასმლეს მას შთამბეჭდავი ბრენდის ისტორია აქვს მისი გამოჩენა ბაზარზე “კოკა-კოლას”  გამოჩენამდე ერთი წლით ადრე მოხდა. სწორედ ამიტომ, ფიქრობს, რომ ბაზარზე დამკვიდრება არ გაუჭირდება. მეტიც, მისი თქმით,  “დოქტორ პეპერმა” ეს უკვე მოახერხა.

პეპერიამ თვისებების  თუ საერთაშორისო ბრენდის სახელის გამო, როგორც “ვისოლის” მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, “სმარტის “ ქსელში “პეპერს” უკვე ორჯერ მეტი გაყიდვების მაჩვენებელი აქვს, ვიდრე იგივე შეფუთვის “კოკა – კოლას”. თორნიკე გურული ამბობს, რომ მათთვისაც მოულოდნელი იყო ეს ფაქტი.

საქართველოში” კოკა-კოლას მარკეტინგის მენეჯერი გოგა ბარბაქაძე თვლის, რომ “პეპერი”  “კოლას” დიდ კონკურენციას ვერ გაუწევს. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ სიახლისა და ნაირსახეობის მხრივ, მართლაც ჰყავდეს მომხმარებელი და  პოპულარული გახდეს. მისი თქმით, ამ სასმელებს ერთმანეთისგან აბოსლუტურად განსხვავებული გემო აქვს.

“მართალია “კოკა-კოლას” პროდუქტია, თუმცა, მსოფლიოში ასეა, რომ “კოლას” დიდ კონკურენციას ვერ უწევს. აბსოლუტურად სხვა შემადგენლობა და გემოვნური თვისებები აქვს. საერთოდ, “კოკა-კოლა” სანამ რომელიმე პროდუქტს შეიტანს ბაზარზე, მანმადე იკვლევს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. “პეპერი” რომ ძალიან კონკურენტუნარიანი ყოფილიყო, წლების წინ შემოვიტანდით მას. თუმცა, ნაირსახეობის  და სიახლის გამო, შესაძლოა, მართლაც პოპულარული გახდეს” –ამბობს გოგა ბარბაქაძე.

სანამ “კოლა” და “პეპერი” ბაზარზე წილისთვის “იბრძვიან” მათი შემომტანი კომპანიები მომხმარებელს სხვა სიახლეებსაც სთავაზობენ. რამდენიმე დღეში „სარტში“ ჭყინტი მოცარელა გამოჩნდება და როგორც თორნიკე გურული ამბობს,  ყოველთვის ეცდებიან  ერთგული მომხმარებელი ექსკლუზიური პროდუქტებით გაანებივრონ. “კოკა-კოლა” კი მალე განახლებულ “ფანტას” და  ცივ ჩაის შესთავაზებს მომხმარებელს.

dea gegelia

ყოველი დღე დინამიური და განსხვავებულია – დეა გეგელია

საიდუმლოს ფარდა აეხადა,”სიახლე” ცნობილია!