in

საშიშია მზის ჩასვლის შემდეგ! – Dracula-ს გარე რეკლამა

მზის ჩასვლამდე ეს სავსებით უწყინარი რეკლამაა, კედელში ჩარჭობილი სისხლიანი სარებით. ყველაფერი მზის ჩასვლის შემდგომ იცვლება, როდესაც ბილბორდზე თანდათან გამოიკვეთება ვამპირ დრაკულას ჩრდილი. და თუ მაინც შეგაწუხეს ვამპირებმა, ჩაამსხვრიეთ ბილბორდის ქვევით მოთავსებული მინა და ყუთში მოთავსებული ხის სარი გამოიყენეთ იარაღად. სინამდვილეში კი, გარე რეკლამა გამვლელებს ახალი სერიალის დაწყებას აუწყებს. BBC-ზე სერიალი “დრაკულა” პირველ იანვარს გამოჩნდა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/BBCOne/videos/2705043886198375/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

ავსტრალიის ხანძარი – დედამიწის კიდევ ერთი ტრაგედია

ახალი ტიპის ელექტროტრანსპორტი – ეტლისებური S-Pod