18
Dec
2019

61 კილომეტრი საათში, ანუ ჰიპერსკუტერი Dragonfly

18 Dec 2019

veon
veon


ჰიპერმანქანას, იგივე „სუპერქარს“ უწოდებენ მანქანას, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას აერთიანებს და თან, სისწრაფის კომპონენტით გამოირჩევა. ბოლო წლებში, ტრანსპორტის განვითარების დინამიკა უკვე ჰიპერსკუტერებზე საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა მანამდე, ამ ეკომეგობრული ტრანსპორტის დადებითი მხარეების გვერდით, ყოველთვის იჩენდა ხოლმე თავს ერთი მნიშვნელოვანი, ნეგატიური კომპონენტი – დაბალი სისწრაფე.

ზოგი სკუტერი 20 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და ეს მისი მაქსიმუმა. ახლა კი, ბრიტანულმა კომპანია D-Fly Group-მა წარადგინა სკუტერი, რომელსაც 61 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარება შეუძლია. ის, რომ Dragonfly მხოლოდ ელექტოსკუტერი არ არის, ამის სადემონსტრაციოდ კომპანია სხვა მაჩვენებლებსაც იყენებს, მაგალითად, Dragonfly აღჭურვილია 4K რეზოლუციის 4,5-დიუმიან ეკრანს, რომლითაც მომხმარებლებს GPS-ით, თუ სხვა აპლიკაციებით სარგებლობა შეუძლიათ. ეკრანი უკავშირდება სმარტფონს და მისი დახმარებით სიჩქარის კონტროლიც შეგიძლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰიპერსკუტერის შექმნისას გამოიყენეს ის მასალები (carbon fiber, 7000 series aerospace-grade aluminum, and paulownia wood), რომელიც კოსმოსური ხომალდების წარმოებაში გამოიყენება. ტრანსპორტის საჭე კი Formula 1-ის ინსპირაციით შეიქმნა. ჰიპერსკუტერის თითოეულ ბორბალს 1800 ვატი მიეწოდება, სრული დამუხტვის შემდეგ, Dragonfly-ით 45 კილომეტრის გავლას შეძლებთ. ჰიპერსკუტერს კარგი ხმის სისტემაც აქვს.

ჰიპერსკუტერის გამოსვლის ზუსტი თარიღი და ფასი, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ მისი ფასი 5000-დან 6000 დოლარამდე იქნება. Dragonfly-ს გამოსვლის ზუსტ თარიღსა და ფასს, სავარაუდოდ, 2020 წლის ზაფხულამდე გავიგებთ.

განხილვა