in

როგორ გაჩნდა დრაკონის თავის ქალა სანაპიროზე

ბრიტანეთის ძველ სანაპიროზე, საგრაფო დორსეტთან, სადაც არაერთხელ აღმოაჩინეს დინოზავრის ძვლები უეცრად უზარმაზარი დრაკონის თავის ქალა გამოჩნდა. რა თქმა უნდა ეს არქეოლოგიური გათხრის შედეგი არ ყოფილა.

დრაკონის გამოჩენის იდეა Blinkbox-ს ეკუთვნის და ის უბრალოდ  მარკეტინგული ხრიკია მათთვის,  ვინც სერიალ “Game of Thrones” –ის ახალ სეზონს სულმოუთქმენლად ელოდება.

დრაკონის თავი მთლიანად  პლასტმასისგან არის დამზადებული. მის აწყობაში სამმა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. მუშაობის პროცესი ორი თვე გაგრძელდა, რათა დრაკონის ძვლებს ისეთი სახე მიეღოთ, თითქოს საუკუნეების მანძილზე მიწისქვეშ იყო ჩაფლული.

Blinkbox-ის საიტზე  სერიალის გამოჩენამ დამთვალიერებელთა რიცხვი 600%-ით გაზარდა.

http://youtu.be/cP5gQJ6xJfE

შენი იდენტობა შეიძლება მოიპარონ!

Ikea სათამაშოების სახლში