5
Feb
2020

არქიტექტურის დრამატული ხედები გარეტ პონის ობიექტივში

5 Feb 2020

არქიტექტურას თავისი, სხვაგვარი სიღრმეები აქვს. თავისი სიმეტრიებით, ფორმებითა და ორიგინალური დეტალებით ყველა შენობა თავის ამბავს გვიყვება. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ დღესდღეობით არქიტექტურის ფოტოგრაფია ძალიან პოპულარულია. ფოტოგრაფები ცდილობენ, მისთვის სხვაგვარად შეგვახედონ და შენობათა ჯერ კიდევ უცნობი მხარეები გამოავლინონ.

 

გარეტ პონი სწორედ ამგვარი ფოტოგრაფია – იგი მსოფლიო მასშტაბით მისთვის საინტერესო შენობებს თავისი ობიექტივით აღბეჭდავს. ფოტოების ქვემოთ მოცემული სერია კი არქიტექტურის დრამატულ ხედებს ეხება.. რატომ დრამატული? რადგანაც თითოეული ფოტო და შენობა რაღაც სხვაგვარ, მიღმიერ სევდას მალავს..

განხილვა