in

საპნის ოპერად ქცეული რეკლამა — Dramatically Clean

Colgate-Palmolive-მა გადაწყვიტა, საყოფაცხოვრებო დასუფთავების სამყაროში ვნებისა და სატელევიზიო დრამის განწყობა შემოიტანოს. ახალი კამპანია, სახელწოდებით „დრამატულად სუფთა“, თანამედროვე ტელენოველას მოგვაგონებს…

BOG

„Fabuloso ნამდვილად არ ჰგავს არცერთ სხვა საწმენდ პროდუქტს, ფანატიკურად ერთგული თაყვანისმცემლების ბაზით („Fabnatics“). შესაბამისად, გვინდოდა ისეთი კამპანია გაგვეშვა, რომელიც ყველასგან განსხვავებული იქნებოდა. ამიტომაც დავეყრდენით ბრენდის ლათინურ მემკვიდრეობას და ერთგვარი საპნის ოპერა შევქმენით“, — განმარტავს ჯიმ ვუდი, კრეატივ დირექტორი.

„გვსურდა, სწორი კრეატიული გზა გვეპოვა მომხმარებლების მოსაზიდად და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად. კვლევების მიხედვით, ამერიკელების დიდი ნაწილი დასუფთავებას სტრესულ და დამღლელ საქმედ მიიჩნევს, მაგრამ ჩვენი პროდუქციით ამ განწყობას რადიკალურად ვცვლით“, — აღნიშნავს კრისტენ ბაბკესი, Colgate-Palmolive-ის ინტეგრირებული მარკეტინგის უფროსი ხელმძღვანელი.

ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ „2 ნაბიჯის“ კამპანიაც, რომლის ფარგლებშიც Redberry-მ ვიდეორგოლი ტელენოველად აქცია…

 

2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო – სულ მალე საქართველოში

ჯეიმს ვების ტელესკოპმა ახალი ფოტო გადაიღო