თუ გინდა, შექმნა რაღაც ღირებული, უნდა გესმოდეს, რომ გენიოსად არავინ ან ძალიან, ძალიან ცოტა იბადება და შესაბამისად, თითქმის ყველა „რაღაცით“ იწყებს. ამას კი არაფერი ადასტურებს იმაზე უკეთ, ვიდრე გამოწვევა ‘Draw This Again’ – „კიდევ ერთხელ დახატე“. 150-მდე არტისტმა მიიღო გამოწვევა და აშკარა გახადა, წლების განმავლობაში, მუშაობას რამხელა პროგრესი მოაქვს. ჩვენ მათგან 20 არტისტს წარმოგიდგენთ:
#1 ორი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად ხატვის შემდეგ – deaki682.
#2 „2010 წელს, მოვიტეხე კისერი და ვიყავი პარალიზებული. ქვემოთ მოცემულია ჩემი ფოტო სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ჩემი თერაპევტის დახმარებით, პირველი ნამუშევარი დავხატე. 7 წლის შემდეგ, ვფიქრობ, ცოტათი გაუმჯობესდა ჩემი მხატვრული უნარები“, – (natebibaud)
#3 „ეს ნამუშევარი 2008 წელს დავხატე, მაშინ, როცა 11 წლის ვიყავი“, – gracemurrayart.
#4 „ზუსტად სამი წელია გასული მას შემდეგ, რაც პირველ ნახატზე ვიმუშავე. გადავწყვიტე, რომ მიმეღო გამოწვევა. იმედგაცრუბული არ ვარ, ნამდვილად“, – nunbu.
#6 „მე და ჩემი ნამუშევრები, 6 წლის შუალედით“, – HolmesDraws.
#6 „თვალის გაუმჯობესება ორ წელში, როცა 13-ისა და 15 წლის ვიყავი“, – artbydvo.
#7 1 წლის განმავლობაში გაუმჯობესებული ნამუშევარი – amilliontinylines.
#8 ადრე და ახლა – vittysartbox
#9 2017 წლებში შესრულებული ნამუშევრები – gearsarts.
#10 „დაახლოებით, 10 წლის წინ, დავხატე სიბილ ტრილონი „ჰარი პოტერიდან“. წელს, ხელახლა ვიმუშავე იმავე პორტრეტზე და დეტალებზე ყურადღების გამახვილებით, ვამაყობ! – sonja_arts.
#11 „ვიპოვნე ჩემი ძველი ნახატი, რომელიც 7 წლისამ დავხატე. ახლა კი, უკვე როგორც უფროსებს ეკადრებათ, ისე შევასრულე“, – uncannyknack
#12 wolfroad-ის საოცარი პროგრესი.
#13 Neither7-ის უკეთესი შედეგი.
#14 2013 და 2017 წლებში შესრულებული ერთი და იგივე ნახატი – U_N_I_C_O.
#15 Feig-Art-ის არც ისე უმნიშვნელო ევოლუცია.
#16 პირველი 12 წლის ასაკშია დახატული. მეორე კი, უკვე 25 წლის ბიჭს ეკუთვნის – Kouji_Tajima.
#17 „სასიამოვნოა იმის ნახვა, როგორ იცვლება შენი, როგორც ხელოვანის სტილი“, – dreysenhos.
#18 tarpey-ს 1 წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება.
#19 პროგრესი 1 წლის შემდეგ – zundervain.
#20 „ხანდახან ვფიქრობ, რომ აღარ ვიზრდები, როგორც ხელოვანი, მაგრამ მერე ვნახულობ ჩემს ძველ ნახატებს და…“ – patcas_illustration.