მართალია, ის უმძიმესი პრობლემა, რასაც ქალზე ძალადობა წარმოადგენს, ცნობილი ჰოლივუდელი კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინით არ დაწყებულა და სამწუხაროდ, არც მისით დამთავრდება, თუმცა, ფაქტია, რომ ამ შემთხვევამ საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროტესტის ტალღა ააგორა. მსგავსი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში UN Women ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს და ამჯერადაც, ორგანიზაციამ სპეციალური სარეკლამო ვიდეორგოლი შემოგვთავაზა, რომელშიც ყველასთვის კარგად ნაცნობი ადამიანები, მათ შორის მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი, ხმამაღლა გმობენ ქალზე ძალადობას. კამპანია #drawaline-ის შექმნაზე ორგანიზაციასთან ერთად სააგენტო JWT-მ იმუშავა.