in

ხატვა – სწავლის ყველაზე ეფექტური გზა

ბოლოს როდის აიღე ხელში ფანქარი და ფურცელი და რაიმე დახატე? ბევრს ეს სკოლის შემდეგ არ გაუკეთებია. თუ არ ჩავთვლით მათ, ვისთვისაც ხატვა პროფესიაა ან გატაცება, ბევრი ჩვენგანისთვის ჩანახატები, ესკიზები და ვიზუალური ხელოვნების სხვა სახეობა, მეტნაკლებად, უცხოა. თუმცა, ახალ კვლევას თუ დავეყრდნობით, ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: მაშინ, როცა ბოლოს რაღაც ახალი ვისწავლე… ახალი ინფორმაციის დამახსოვრებისა და შესწავლის უსწრაფესი გზა ხატვაა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, მეთოდი, რომელსაც თქვენ სავარაუდოდ არ იყენებთ, კვლევას ეფუძნება

ეს საკითხი კანადელმა მკვლევარებმა შეისწავლეს. კვლევა საკმაოდ მარტივია და შესაძლოა სკოლის გაკვეთილებიც კი მოგაგონოთ. მოხალისეებს სთხოვდნენ, გაეხსენებინათ გარკვეული სიტყვები ან მნიშვნელობები. მონაწილეთა ნახევარს სთხოვეს, ბევრჯერ ჩამოეწერათ ეს სიტყვები. მოხალისეთა მეორე ნაწილს კი სთხოვეს, დაეხატათ და სიტყვები ისე დაემახსოვრებინათ. როგორ ფიქრობთ, რომელმა ჯგუფმა გაართვა თავი დავალებას უკეთ?

რა თქმა უნდა, “მხატვრებმა” გაიმარჯვეს. და რა თქმა უნდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, მათ ხატვის ნიჭი ჰქონდათ თუ არა. ორმოცწამიანი ხატვის შედეგად, ცდისპირებმა მნიშვნელოვნად მეტი დეტალი, სიტყვა და უფრო ფართო კონტექსტი დაიმახსოვრეს.

რატომ არის ხატვა სწავლის ყველაზე ეფექტური გზა?

რითაა ხატვა ასე მნიშვნელოვანი ინფორმაციის ათვისებისას? ამის დასადგენად მკვლევარები ეცადნენ დაეზუსტებინათ, კონკრეტულად რას აუმჯობესებს ხატვა. იქნებ, უკვე არსებული, თუნდაც, სხვის მიერ დახატულის დაკვირვებასაც იგივე შედეგი მოყვება? ფაქტია, რომ სანამ ამ ორს შორის უპირატესს ვეძებთ, ხატვა ცალსახად სჯობს დამახსოვრების წერილობით მიდგომას.

მკვლევარებმა წამოსწიეს ჰიპოთეზა – ხატვისას ტვინში ირთვება წარმოსახვა. ნახატის შექმნისას კი საჭიროა დეტალები, კონტურები. შედეგად, გონებაში გენერირდება სურათი, ხოლო თქვენ ამ იდეას თუ ინფორმაციას ფიზიკურად შეიგრძნობთ, როცა მას ვიზუალურ სახეს აძლევთ.

უმეტესობა ჩვენგანი, სავარაუდოდ, სწავლის საუკეთესო მეთოდებს არ ფლობს. ხატვა კი უკვე არსებულ მეთოდებს შორის საუკეთესოა. ის გეხმარებათ უფრო გამჭრიახ და სწრაფ აზროვნებაში. თანაც, მარტივია და ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი – სალექციო ოთახშიც და შეხვედრების დარბაზშიც. “ხატვა აუმჯობესებს მეხსიერებასაც და ამოცანების უფრო მარტივად გადაჭრაშიც გვეხმარება” – ნათქვამია ფსიქოლოგიური მეცნიერებების ასოციაციის დასკვნაში.

წყარო: inc



Samsung-ის ახალი Galaxy A8s

4 გზა, როგორ ვიყოთ უფრო ბედნიერები 2019 წელს