30
Apr
2019

უფრო გიჟურად იოცნებე! – ათლეტი ცერებრული დამბლით, Nike-ის რეკლამაში

30 Apr 2019

Elit Electronics


“ვერავინ გეტყვის, რომ რაღაც არ შეგიძლია. თუკი დავმარცხდები, თავად დავინახავ. მაგრამ მომეცი საშუალება, ვცადო! მომეცი საშუალება, ვიფრინო და გავიგებ!” – ალექს როკა კამპილიო პირველი ათლეტია ცერებრული დამბლით, რომელმაც, 2018 წელს, Titan Desert Race-ზე მიიღო მონაწილეობა. ველორბოლაში მან 300 კილომეტრი დაფარა, რის შემდეგაც, დეჰიდრატაციის გამო, რბოლას გამოეთიშა. თუმცა, არასდროს ეგუება წაგებას, არასდროს ნებდება, მიუხედავად იმისა, რას ამბობენ სხვები: “არასოდეს დანებდე. ისინი, ვინც გეუბნებიან, რომ რაღაც არ შეგიძლია არიან მიზეზი, რის გამოც უნდა შეძლო”! ალექსის ამბავს მისი ძმა, შეყვარებული და ტრენერი ჰყვებიან.

განხილვა