in

არ შეცვალო შენი ოცნება, შეცვალე სამყარო – Nike-ის კამპანია

ქალთა ფეხბურთის მსოფლიო თასის დაწყებასთან დაკავშირებით, Nike-მა კამპანია წამოიწყო. ჩემპიონატი საფრანგეთში გაიხსნება და მასპინძელი ქვეყნისა სამხრეთ კორეის მატჩით დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ Nike ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორი არ არის, მაყურებლების გამხნევება ამ შთამაგონებელი ვიდეორგოლით გადაწყვიტა. რეკლამა განაგრძობს ვიდეორგოლის “იოცნებე გიჟურად” პასაჟს, გზავნილით “იოცნებე უფრო მასშტაბურად”. რეკლამაში ტოპ ათლეტები მონაწილეობენ, რომლებსაც “ნაიკი” უცხადებს მხარდაჭერას და რომლებსაც საზოგადოება ჩემპიონატის პერიოდში უკეთ გაიცნობს. რეკლამის მთავარი გმირი კალიფორნიელი 10 წლის ფეხბურთელი მაკენა კუკია. ის მოედანზე დანიელ ლიეკე მარტენსს გაჰყავს იმის საჩვენებლად, რომ თამაშის გახსნით მას საქმე ჯერ არ დაუსრულებელია. ამ მომენტიდან გოგონა უამრავი თამაშის თანამონაწილე ხდება. ეს სიმბოლურად იმაზე მიუთითებს, რომ ახლანდელი მოთამაშეები მომავალი თაობებისთვის მაგალითს წარმოადგენენ.

BOG

https://www.youtube.com/watch?v=hOVkEHADCg4

 

Xiaomi-ს პასუხი Oppo-ს – სელფის უხილავი კამერა ორივე სმარტფონს აქვს

Fabrika-ში “ძველზმანის ფესტივალი” გაიმართება