თოჯინების მწარმოებელი Barbie UK დამკვიდრებული გენდერული შეხედულებების წინააღმდეგ გამოდის. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ ვიდეორგოლში, პატარა გოგონები საზოგადოებაში არსებულ რეალობაზე საუბრობენ. ისინი მიმართავენ ყველას, ვინც მათ აღზრდაში მონაწილეობს, ხელი შეუწყონ თავიანთი შვილების წახალისებას, გენდერის განურჩევლად. როგორც აღმოჩნდა, Google-ში ძიებისას მშობლებს, გოგონებთან შედარებით, 2-ჯერ უფრო ხშირად აინტერესებთ, ნიჭიერია თუ არა მათი ვაჟი. ასეთი მიდგომის გამო, გოგონები უკვე 5 წლიდან იწყებენ დაჯერებას, რომ ისინი ვერ გახდებიან პრეზიდენტები, მეცნიერები, დიდი მოაზროვნეები, ხელმძღვანელები, ბოსები… ამგვარი საკომუნიკაციო სტრატეგიით, Barbie UK ცდილობს აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყოს გოგონებში თავდაჯერებულობის გამომუშავებას.