in

Google-ის ახალი ტექნოლოგია „უსასრულო სელფებს“ ავტომატურად შექმნის

veon
veon

თუ კამერასთან მუშაობა თქვენი მოწოდება არ არის და ცოტას მორცხვობთ კიდეც, Google Research-ისა და ბოსტონის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ახალი AI ტექნოლოგია დაგაინტერესებთ… პროექტი, სახელწოდებით DreamBooth რეალისტური ფოტოების უსასრულო რაოდენობის გენერირებაზე მუშაობს. ამისათვის კი არსებულ ნაკრებს ამუშავებს — შესაბამისად, შესაძლებელია, ერთი კადრი მრავალფეროვან ვარიაციაში ვიხილოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია პირველად გასულ წელს წარადგინეს, Google Creative Lab-ის ვიცე-პრეზიდენტმა, რობერტ ვონგმა, კვლავ ისაუბრა მასზე კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე. „როდესაც ფოტოგრაფია პირველად გამოჩნდა, ბევრს აწუხებდა ფაქტი, რომ ის ხელოვნების დასასრულს მოასწავებდა. შიში ლოგიკური იყო, რადგან პირდაპირ „ემუქრებოდა“ პეიზაჟისა და პორტრეტის მხატვრობას. თუმცა, მრავალი თვალსაზრისით, საპირისპირო შედეგი მივიღეთ. რეალობის ზუსტი ასახვისგან გათავისუფლებით, მხატვრებმა მეტი გასაქანი მისცეს საკუთარ შემოქმედებითობას. ასე წარმოიქმნა იმპრესიონიზმი, მოდერნიზმი და მრავალი სხვა“, — აღნიშნა ჯეიმს მანიკამ, Google-ის კვლევის, ტექნოლოგიებისა და საზოგადოების უფროსი ვიცე-პრეზიდენტმა. ასე მან გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ფოტოგრაფიისა და კამერის საწყის ეტაპს შეადარა.

ახლა კი ტექნიკური გიგანტის მიზანია, მორიგ კრეატიულობას ჩაუყაროს საფუძველი ზემოხსენებული ტექნოლოგიის გამოყენებით,

ვის მოუსმენთ წელს “შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე”?

Apple VisionOS-ის პირველ ოფიციალურ დიზაინის ნაკრებს უშვებს